“ძნელი წარმოსადგენი იყო თბილისი გიოს გარეშე, დღეს ირაკლიც მას შეუერთდა”- დავით ზალკალიანი

"ძნელი წარმოსადგენი იყო თბილისი გიოს გარეშე, დღეს ირაკლიც მას შეუერთდა"- დავით ზალკალიანიპოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილი, ირაკლი ჭანტურია გარდაიცვალა.

ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ფეისბუქში დაწერა:

“ძნელი წარმოსადგენი იყო თბილისი გიოს გარეშე, დღეს ირაკლიც მას შეუერთდა იმქვეყნიურ საქართველოში. წავიდა და წაიღო დიდი სიყვარული , სითბო, სიკეთე,სილაღე. მძიმე მდგომარეობაში მყოფს სხვებზე მზრუნველობა არ ავიწყდებოდა. კოვიდით ავადმყოფობის დროს ჩვეული იუმორით მომიკითხა – ხომ იცი, რამე თუ საჭირო გახდა მყისიერად მანდ გავაჩენო:).
ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახს, ახლობლებს, დიდ სამეგობროს,
ღმერთმა გაანთლოს მისი სული!”