გურჯაანში, ტყეში დაკარგული მამა-შვილი სახლში მივიდა

გურჯაანში, ტყეში დაკარგული მამა-შვილი სახლში მივიდა

ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ, გურჯაანის სოფელ ზიარში, მამა-შვილი სახლში დაბრუნდა.

როგორც მანამდე ადგილობრივებმა “მთავარ არხს” უთხრეს, ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა. მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.