გურჯაანში მამა-შვილს ეძებენ

გურჯაანში მამა-შვილს ეძებენ მეორე დღეა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიარში, მამა-შვილს ეძებენ – ლევან მარკოზაშვილი გუშინ სახლიდან 5 წლის შვილთან ერთად გავიდა და მთელი ღამის განმავლობაში არ გამოჩენილა.

მამაკაცი “ნივის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ის ტყეში შეშის მოსაგროვებლად შევიდა და სავარაუდოდ გზა აებნა.

გაუჩინარებულ კაცთან სატელეფონო კავშირი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სოფელი დაკარგულ მამა-შვილს საკუთარი ძალებით ეძებს. მასშტაბური სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად, ოჯახი პოლიციას უკვე დაუკავშირდა