შესაძლოა, ამ ადამიანის წყალობით კარგი კარიერა გაქვთ, შესაძლოა, თქვენი ლექტორიც ყოფილიყო… ნიკა თარაშვილს აქამდე არაერთი სტუდენტი გაუზრდია, კიდევ ბევრი საქმის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ მისი გეგმები ერთ საბედისწერო დღეს შეიცვალა.
საქმე 24 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება, რომლის დროსაც, ის მძიმედ დაშავდა. 44 წლის ნიკა თარაშვილს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსი დაეჯახა. უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცის გადარჩენის იმედს ექიმები ვერ იძლეოდნენ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩენილს ახლა, თითოეული ადამიანის მხარდაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ უბრალოდ გადარჩეს, იცოცხლოს.
“ვიცი, ჩემს მეგობრებს ბევრს გაინტერესებთ ნიკას ამბავი. ნიკა ისევ რეანიმაციის პაციენტია, თუმცა ცოტა უკეთესობა გვაქვს: საკუთარი სუნთქვა აღუდგა, მეორე მენინგიტსაც მოერია და ახლა ისევ აქვს შანსი თურქეთის კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა.
სამწუხაროდ, აქ მისთვის მეტის გაკეთების რესურსი აღარ აქვთ. თურქული კლინიკა ამბობს, რომ არსებობს ცნობიერების დაბრუნების შანსი და ელოდება ნიკას გადაყვანას ორშაბათს.
ყველას უღრმესი მადლობა თუნდაც ჩარიცხული თითო ლარისთვის.
თქვენ ყველას “მცირედს” ჩემი ძმის გადარჩენა შეუძლია.
სიკეთე გადამდებია…” – წერს ანა თარაშვილი.
ილიას უნივერსიტეტის ლექტორს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
დახმარების მსურველებმა თანხა გადარიცხეთ აღნიშნულ ანგარიშის ნომერზე:
საქართველოს ბანკი: GE32BG0000000100643942 GEL მიმღები ანა თარაშვილი
საქველმოქმედო ნომერი: 0901000864 ზარის ღირებულება 1 ლარი.
პრაიმ ტაიმი

