რუსთავში ბანკში გზავნილის ასაღებად წავიდა და გაქრა – ერეკლე ტაბატაძეს ისევ ეძებენ

რუსთავში ბანკში გზავნილის ასაღებად წავიდა და გაქრა - ერეკლე ტაბატაძეს ისევ ეძებენრუსთაველ ერეკლე ტაბატაძეს ოჯახი 2 კვირაა, ეძებს.

როგორც “ინფო რუსთავს” დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრებმა განუცხადეს,  27 მაისს, XXI მიკრორაიონში, სახლიდან ბანკში გზავნილის ასაღებად წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.

ახალგაზრდა კაცის მეუღლის ცნობით, კამერების ჩანაწერების მიხედვით მამაკაცი თბილისი-რუსთავის მიკროავტობუსში ჩაჯდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

დაკარგულ კაცს ეცვა თეთრი მაისური “ნაიკის” ლოგოთი, ჯინსის შარვალი და “ნიუბალანსის” ფეხსაცმელი. არის საშუალო სიმაღლის.

თუკი ვინმე დაკარგულ კაცთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ დარეკეთ: 112-ზე ან 551 55 24 03