რუსთავში 42 წლის ერეკლე ტაბატაძეს ეძებენ

რუსთავში 42 წლის ერეკლე ტაბატაძეს ეძებენრუსთავში მამაკაცს ეძებენ.

“ინფო რუსთავს” დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს.

27 მაისს, XXI მიკრორაიონში, სახლიდან გავიდა 42 წლის ერეკლე ტაბატაძე და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

მეუღლის თქმით, მამაკაცს ტანთ ეცვა თეთრი მაისური ნაიკის ლოგოთი, ჯინსის შარვალი და ნიუბალანსის ფეხსაცმელი. არის საშუალო სიმაღლის.

თუ ვინმემ შენიშნეთ ან იცით მისი ადგილმდებარეობის შესახებ, დარეკეთ 112-ზე ან 551 55 24 03.