შოთა ქარსელაძე – დიდ დიღმელი ქართველი გმირი

შოთა ქარსელაძე - დიდ დიღმელი ქართველი გმირიგუშინ მტკვარში ჩავარდნილი 14 წლის გოგონა 36 წლის შოთა ქარსელაძემ გადაარჩინა, მაგრამ თავად დაიღუპა, რადგან ცურვა არ იცოდა და მტკვრიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

შოთა ქარსელაძე დიდ დიღომში ცხოვრობდა. აი, რა დაწერა მისმა მეზობელმა დიმიტრი კევლიშვილმა ფეისბუქში:

“გუშინ ღამით ხმაურზე ეზოში ჩასულმა რომ გავიგე, შოთა გარდაიცვალაო, სანამ მისი სიკვდილის მიზეზს გავიგებდი, ელდანაცემმა ქვეცნობიერად უკვე ვიცოდი, რაღაც განსაკუთრებული სიკვდილი ეწვეოდა ამ გამორჩეულად წესიერსა და დიდგულიან ახალგაზრდა კაცს…

უზომოდ ყურადღებიანი ბიჭი იყო, კეთილი, ზრდილობიანი, მოწიწებული და ამავდროულად ვაჟკაცი ბუნების… არც შევმცდარვარ… “ახალგაზრდა გოგონას მტკვარში ჩავარდნას შეესწრო და დაუფიქრებლად გადახტა ცურვის არმცოდნე დასახმარებლადო… გოგო კი გადაარჩინეს, მაგრამ თავად უკვე ვეღარ გამოაღწია ნაპირზეო”… მოიტანეს ამბავი მისმა მეგობრებმა…”

ბექა პატარკაცაშვილმა შოთა ქარსელაძეს დიდ დიღმელი ქართველი გმირი უწოდა.

შოთა ქარსელაძემ რამდენიმე დღის წინ, გუმათში, ექსკურსიაზე ბავშვი რიონში დახრჩობას გადაარჩინა