გუშინ 36 წლის შოთა ქარსელაძემ მტკვარში დახრჩობას გადაარჩინა 14 წლის გოგონა, მაგრამ თავად მდინარიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა.
დიმიტრი კევლიშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“არ მეგონა, ამდენ სიკვდილნანახს, ისევ ასე ძლიერ თუ ჩამწყდებოდა გული… გუშინ კიდევ ერთი უვაჟკაცესი ახალგაზრდა კაცი, ჩემი სადარბაზოს ბეზობელი, 36 წლის შოთიკო ქარსელაძე დააკლდა მის თბილისსა და საქართველოს…
გუშინ ღამით ხმაურზე ეზოში ჩასულმა რომ გავიგე, შოთა გარდაიცვალაო, სანამ მისი სიკვდილის მიზეზს გავიგებდი, ელდანაცემმა ქვეცნობიერად უკვე ვიცოდი, რაღაც განსაკუთრებული სიკვდილი ეწვეოდა ამ გამორჩეულად წესიერსა და დიდგულიან ახალგაზრდა კაცს…
უზომოდ ყურადღებიანი ბიჭი იყო, კეთილი, ზრდილობიანი, მოწიწებული და ამავდროულად ვაჟკაცი ბუნების… არც შევმცდარვარ… “ახალგაზრდა გოგონას მტკვარში ჩავარდნას შეესწრო და დაუფიქრებლად გადახტა ცურვის არმცოდნე დასახმარებლადო… გოგო კი გადაარჩინეს, მაგრამ თავად უკვე ვეღარ გამოაღწია ნაპირზეო”… მოიტანეს ამბავი მისმა მეგობრებმა…
გამახსენდა რომ მანამდეც ჰქონდა რაღაც ამის მსგავსი რამ გაკეთებული… მაშინ გადარჩა… ამ ჯერზე კი თავისთან წაიყვანა უფალმა… უშვილძიროდ წავიდა, თავადაც ობლობაში გაზრდილი კიდევ ერთი საჯიშე კაცი ამ ქვეყნიდან… ნათელში ამყოფოს შოთიკოს სული ღმერთმა!…”

