ზურაბ შევარდნაძე – “გუშინ 22 კაცი მყავდა, ყველა ჩემი პირადი სტუმარი იყო”

ზურაბ შევარდნაძე - "გუშინ 22 კაცი მყავდა, ყველა ჩემი პირადი სტუმარი იყო"გუშინ, 28 აგვისტოს გამართული წვეულების გამო შრომის ინსპექციამ გარდენია შევარდნაძე 2.000 ლარით დააჯარიმა, ის ადგილი კი, სადაც წვეულება გაიმართა, დალუქა.

ცოტა ხნის წინ გარდენიას მეპატრონე ზურაბ შევარდნაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

– მე ვცხოვრობ აქ, ამ სახლში ვცხოვრობ, აქ ვიღებ სტუმრებს. წუხელ სტუმრები იყვნენ ჩემთან, იყო 22 კაცი, ჩემი სტუმარი იყო, პირადი სტუმრები მყავდა გუშინ, ამაზე მეტი ხალხი გუშინაც არ მყოლია, ახლა რომ ხართ აქ, – უთხრა  ზურაბ შევარდნაძემ ჟურნალისტებს..