შრომის ინსპექციამ „გარდენია“ დააჯარიმა.
გვიან ღამით გამართულ ქორწილთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე, ინსპექციამ ობიექტზე ტერიტორიის მფლობელი გამოავლინა და 2.000 ლარით დააჯარიმა.
„გარდენია“ დროებით დაილუქება.
„ადგილზე ქორწილი იყო. აღნიშნული ფაქტი გუშინ, ღამის საათებში დაფიქსირდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა. დღეს დილით უკვე დალუქვის ღონისძიებები მიმდინარეობს“, – განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.
ზედამხედველობა დადგენილებით აკრძალულ სოციალურ- გასართობ საქმიანობაზე გრძელდება.
თავად “გარდენიას” ფეისბუქის გვერდზე ამ ამბავთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

