ავთო ხურციძე – “სასჯელს მკვლელებთან და კაციჭამიებთან ვიხდი… გაქანებულ მატარებელს დავეტაკები”

ავთო ხურციძე - "სასჯელს მკვლელებთან და კაციჭამიებთან ვიხდი... გაქანებულ მატარებელს დავეტაკები"უკვე რამდენიმე წელია, რაც საშუალო წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასჯელს იხდის.

ქართველი სპორტსმენს ბრალი ორგანიზებული დანაშაულისა და კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირის გამო დაედო, რის შედეგადაც 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბოლო ცნობების თანახმად, ხურციძე ციხიდან დახმარებას ითხოვს.

“დამნაშავე არა ვარ და არც თავისუფლების იმედიც არ დამიკარგავს. გული იმაზე მწყდება, რომ ჩემს საქმეს “რუსი მაფიოზი” აწერია და სწორედ ასე გამასამართლეს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ოთხი ქართველი თარჯიმანი მითარგმნიდა.

ვინმე დამეხმარეთ ან მთავრობას ხმა შეაწვდინეთ. სასჯელს მკვლელებთან და კაციჭამიებთან ვიხდი, მაგრამ კიდევ უფრო მკაცრ საპატიმროში რომ გადამიყვანონ, ვპირდები ქართველ ხალხს, რომ ჩემი პატიოსნებით, დისციპლინითა და რეჟიმით, მაინც პირველი ვიქნები!

“ქუჩის” და “ძველი” ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, სიმართლის, პატიოსნებისა და ვაჟკაცობისთვის კი გაქანებულ მატარებელს დავეტაკები და დატაკებულიც ვარ”, – წერს მოკრივე.

ფუტბოლნიუსი