“ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ცემს ავთო ხურციძე ადამიანს, რომელსაც პოკერში თანხის მოპარვას აბრალებს” – ამერიკული პრესა საქმის დეტალებზე წერს

"ვიდეოკადრებზე ჩანს, როგორ ცემს ავთო ხურციძე ადამიანს, რომელსაც პოკერში თანხის მოპარვას აბრალებს" - ამერიკული პრესა საქმის დეტალებზე წერს8 ივნისს ნიუ იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი ედებათ ბრალად. მათ შორის ერთ-ერთი არის ქართველი სპორტსმენი, მოკრივე ავთანდილ ხურციძე.

ხურციძეს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესის დეტალებზე წერს ამერიკული მედია.

Seattle Times: „პროფესიონალ მოკრივეს საშუალო წონით კატეგორიაში ნიუ-იორკის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რათა იგი მისი საქმის განხილვის პროცესს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დაელოდოს.

37 წლის ავთანდილ ხურციძის მიერ ჩადენილი დანაშაული ასახულია ფარულ ვიდეო-ჩანაწერზე, რომელიც FBI-ს ინფორმატორის მიერ არის გადაღებული, რომელიც ხურციძეზე მასალებს აგროვებდა. აღნიშნული ჩანაწერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოსამართლე კეტრინ ფორესტი დარწმუნებულიყო იმაში, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს და უნდა დარჩეს გისოსებს მიღმა.

ბრალდების მხარე აცხადებს, რომ სასამართლოზე მტკიცებულებად წარმოდგენილი ორი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი ასახავს ხურციძის მხრიდან ძალადობის შემცველ ფაქტებს, სადაც იგი თავს ესხმის სამართალდამცავების ინფორმატორს , რომელიც ფარულად იწერდა სპორტსმენის შეხვედრებს.“

New York Post: „მანჰეტენის ფედერალურმა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა პროფესიონალ მოკრივეს, მას შემდეგ, რაც პროკურორმა განაცხადა, რომ მისი წვრთნების რეჟიმი შეიცავს ადამიანების ცემის ფაქტებს რუსი კრიმინალის სახელით. საუბარია რაჟდენ შულაიას სახელით ბრუკლინში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოჩანაწერებზე.

ფედერალების განცხადებით, ვიდეოკადრებზე კარგად ჩანს, თუ როგორ უსწორდება ხურციძე ფიზიკურად ადამიანს, რომელსაც პოკერის ერთ-ერთი თამაშიდან თანხის მოპარვას აბრალებს. ბრალდებულის ადვოკატი უარყოფს, რომ მისი კლიენტი შემსრულებელი იყო, მისი განცხადებით, წარმოდგენილი ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები კონტექსტიდან არის ამოვარდნილი“

The Washington Times: “ჩემი კლიენტი მსოფლიო დონის მოკრივეა. როდესაც ასეთი ცნობილი ხარ, ადამიანებს სურთ იყვნენ შენს გარშემო“, – აცხადებს პროფესიონალი მოკრივეს ადვოკატი. „ის მშვიდობისმოყვარე ადამიანია, იგი რინგის მებრძოლია“, ადვოკატის თქმით, ხურციძე ქვეყანას არ დატოვებს, რადგან მისი პრომოუტერი ნიუ იორკში იმყოფება. „მას აქვს პასუხისმგებლობა დააკმაყოფილოს კონტრაქტის პირობები, რომელიც აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს დადებული, სხვანაირად იგი ფულს ვერ გამოიმუშავებს“

ნიუპოსტი