ბიძინა კულუმბეგოვი ნინო ახობაძის წინააღმდეგ – “ღმერთო, გონების ბუსტერი დაგვიმატე!”

ბიძინა კულუმბეგოვი ნინო ახობაძის წინააღმდეგ - "ღმერთო, გონების ბუსტერი დაგვიმატე!"ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქში ნინო ახობაძის პოსტს გამოეხმაურა, რომელშიც ის წერს, რომ არ უნდა ქვეყანა, რომელშიც კულუმბეგოვი ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავია:

“არ უნდა ქვეყანა, სადაც კულუმბეგოვი ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავია და კიდევ ბევრი რამე არ უნდა.

ეჰ, რაში იხარჯება ამდენი ადამიანური ემოცია და რესურსი, ფაქტია, რაღაც ძალიან შესაცვლელი გვაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში.

ღმერთო, გადმოგვხედე და ვაქცინის ბუსტერის ნაცვლად გონიერების ბუსტერი დაგვიმატე, გთხოვ!”