“ლევან რატიანმა და მაგდა რურუამ შვილი მომიკლეს! საქართველოს რეანიმაციები ოსვენციმის ბანაკად აქციეს…” – ნინო ჩეკურიშვილი

"ლევან რატიანმა და მაგდა რურუამ შვილი მომიკლეს! საქართველოს რეანიმაციები ოსვენციმის ბანაკად აქციეს..." - ნინო ჩეკურიშვილისოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ჩეკურიშვილი პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რს, ლე­ვან რა­ტი­ა­ნს მისი შვილის, ერეკლე ჩეკურიშვილის, გარდაცვალებაში ადანაშაულებს.

“არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს. 18 წლის ბიჭი მომიკლეს მაგან და მაგდა რურუამ”, – წერს ჩეკურიშვილი ფეისბუქზე.

მანამდე ჩეკურიშვილი წერდა:

“წყალი საკვები არაფერს არ აძლევენ, უწევთ სველი დაბინძურებული ავადმყოფები… 18 წლის ბიჭი ჩემი შვილი 20 დღეში გამომიწერეს.

ქუსლი, ხერხემალი, მენჯი, ბეჭი ნაწოლებისგან ულპებოდა ..მუცელში ჩირქი და საშინელი სეფსისი.

ეს პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში მოხდა, გაღორებულ რატიანს თვალებიც არ ქონდა, ტვინთან ერთად.. მკურნალი ექიმი მაგდა რურუა ხომ სახეზეც ჯალათი და უტიფარია, უგულო გარეწარი..

პარავდნენ ძვირადღირებულ სპეცკვებას ძვირიან წამლებს წყალს ჰიგიენას რაც ყოველდღე შემქონდა… აძინებენ აბამენ…საქართველოს რეანიმაციები ოსვენციმის ბანაკად აქციეს…”

ტია.ჯი