სააკაშვილი – “მე და ლიზა იასკო ერთად ვართ, ჩვენ ოჯახი გვაქვს”

სააკაშვილი - "მე და ლიზა იასკო ერთად ვართ, ჩვენ ოჯახი გვაქვს"“მე და ლიზამ გადავწყვიტეთ, რომ შევატყობინოთ ყველას – ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ახალ ოჯახს”, – საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავის პარტნიორთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გაავრცელა.

“ჩვენ ჩავწერეთ ეს ვიდეო საქართველოში ჩემ გამომგზავრებამდე და შევთანხმდით, რომ მას ჩემი დაპატიმრების შემთხვევაში გამოვაქვეყნებდით” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, ძალიან მადლობელი ვარ ყველასი. რა თქმა უნდა ვფიქრობ ამაზე ძალიან ბევრს, მაგრამ დღეს მე და ლიზა იასკო ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი. ჩვენ გვინდა რომ ყველას ვუსურვოთ ბედნიერება, ყველამ გაიგოს ჩვენი სიტუაცია და გვისურვოს ბედნიერება ჩვენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.