ცოტნე გამსახურდია – “ჩემი გარდაცვლილი მტრის დედას ვეხმარები, რომელსაც ძალიან უჭირს…”

ცოტნე გამსახურდია - "ჩემი გარდაცვლილი მტრის დედას ვეხმარები, რომელსაც ძალიან უჭირს..."თეა ლაკირბაიამ ცოტნე გამსახურდიას მიერ 2015 წლის 15 ოქტომბერს დაწერილი პოსტი გაიხსენა.

აი, რას წერდა მაშინ ცოტნე გამსახურდია:

“არ უნდა ვამბობდე ალბათ, მაგრამ… ჩემი გარდაცვლილი მტრის დედას ვეხმარები, რომელსაც ძალიან უჭირს.
ამას წინათ მივედი, რაღაც დავუტოვე და წამოვედი. უეცრად გამახსენდა რომ რაღაც უნდა მეკითხა და შევბრუნდი, კარი არ დაუკეტია. ოთახში რომ შევედი, მაგიდასთან იჯდა და მდუღარე ცრემლით ტიროდა
არ ვიცი, რა ხდებოდა მის გულში, მაგრამ სერ თომას მორი გამახსენდა:
“როგორ შემიძლია ვინმე მძულდეს, როცა ყველა ერთ ეტლში ვზივართ, რომელიც სიკვდილისკენ მიგვაქანებს.”
– თქვა მან სიკვდილით დასჯის წინ…”
თეა ლაკირბაიამ ამ პოსტზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

“პირადად მე,მიუხედავად ჩემი ჰუმანური ხასიათისა, ამას ვერ გავუკეთებდი ჩემი მტრის დედას…ცოტნე რეგულარულად აკეთებდა მსგავსი მოქმედების ოჯახების წევრებისთვის
Tsotne Gamsakhurdia
Ана Джабаури”