დოდონა კიზირიამ ფეისბუქში დაწერა:
“მე დღეს ამერიკაში უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მე სულელმა, მე დებილმა, მე გასულ საუკუნეში ჩარჩენილმა იდიოტმა ფრენა გადავდე. ვიფიქრე, ეგებ რამე მოხდეს და ამას როგორ მოვაკლდები, ეგებ ზღვა ხალხი მოგროვდეს, ეგებ შევძლოთ, ვაიძულოთ მთავრობა მიშას კერძო კლინიკაში გადაყვანა-მეთქი.
დღეს საღამოს 7 საათზე გამოცხადებულ აქციაზე ოთხმოც წელს გადაცილებული ქალი გულის ფანცქალით გავვარდი. და მერე რა?! მოვისმინე ხოშტარიას, ხაზარაძის და სხვათა ქაქანი, ნიკა მელიას ორმოცწუთიანი ყროყინი – ყველაფერი ის, რასაც ტელევიზორით არაერთხელ მაქვს მოსმენილი.
და ბოლოს განცხადება – მომავალ კვირას მოდით თავისუფლების მოედანზე, შევიკრიბოთ, ვუჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რა შეგვიძლია.
ჰოდა მაინტერესებს, რა ჩემი ფეხები შეგვიძლია?
სხვა თუ არაფერი, ამდენი ხალხის მიმართ იმდენი პატივისცემა მაინც ჰქონოდათ, იმდენი ყურადღება მაინც გამოეჩინათ, რომ იმათთვისაც დაეთმოთ ის მიკროფონი. ეგებ იმათაც სურდათ რამე ეთქვათ, ეგებ იმათაც უნდოდა მათი განწყობის, მათი აღშფოთების გამოთქმის სურვილი! გულს მაინც მოიოხებდნენ, მიშას შორიდან სიტყვებით მაინც გაამხნევებდნენ.
ამ დროს კი ადამიანი, რომელმაც 36 წლის ასაკში შეუძლებელი შესძლო, ქვეყანა ჭაობიდან ამოათრია, წინსვლის და განვითარების გზაზე დააყენა, მსოფლიო ჩვენს მიღწევებზე აალაპარაკა, ეხლა ციხეშია. ციხეშია და თავი სასიკვდილოდ აქვს გადადებული.
იცოცხლებს ის მომავალ კვირამდე? უფიქრია ოპოზიციის „ლიდერშიპს“ ამაზე?
მის სიკვდილს მოუთმენლად ელოდება მთელი ქოცმთავრობის ხროვა და მათი მბრძანებელი, ფულზე პათოლოგიურად შეყვარებული, სულით და ხორცით მახინჯი არსება. შამპანიურის ბოთლები მათაც და კრემლშიც მომზადებული აქვთ სადღესასწაულოდ.”

