თეა წულუკიანმა კახა კალაძეს ომი გამოუცხადა

თეა წულუკიანმა კახა კალაძეს ომი გამოუცხადადიდი დაპირისპირება თეა წულუკიანსა და კახა კალაძეს შორის – “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა და დედაქალაქის მერმა უკიდურესად იჩხუბეს, მიზეზი –  გავლენებისთვის ბრძოლაა. წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა კულტურის მემკვიდრეობის საბჭოდან, რომელიც ძველ თბილისში მშენებლობის ნებართვებს გასცემს, წევრები დემარშით გამოიყვანა.

სპეციალისტები მინისტრის დემონსტრაციული სვლის უკან, თეა წულუკიანის ინტერესს ხედავენ –  კულტურის მინისტრი ცდილობს, დედაქალაქის მერი მარტო ვეღარ წყვეტდეს, რა და სად უნდა აშენდეს ძველ უბანში.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ახლა კალაძე და წულუკიანი ჭიდაობენ, ვის კართან უნდა დადგნენ მილიონერი ბიზნესმენები, ვისაც მშენებლობის ნებართვა დასჭირდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ძველი თბილისის მშენებლობებში მილიონები ბრუნავს.

მეტი სიცხადისთვის: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, მშენებლობის ნებართვებს წესით კულტურის სამინისტრო უნდა გასცემდეს, თუმცა ეს უფლებამოსილება სამინისტროს მერიისთვის აქვს გადაცემული და წლებია ამ საქმეში ერთად არიან.  9 ადამიანისგან შემდგარ საბჭოში, სამი ხმა წულუკიანის ხალხს აქვს, ოთხი კალაძის – სამი კი ნეიტრალურ ექსპერტია.

2018 წელს მიღებული დადგენილებით საბჭოს შემადგენლობას თბილისის მერია კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს, თუმცა წულუკიანის დემარშის შემდეგ, დარღვეულია ბალანსი და ხმები ისე იყოფა, რომ თბილისის მერიას შეუძლია ნებისმიერ წარმოდგენილ პროექტს მსვლელობა თავად მისცეს და თავადვე გადაწყვიტოს.

ადამიანი კახა კალაძის გუნდიდან, “შაბათის ეთერს” უყვება, რომ წულუკიანის გაღიზიანება სწორედ კალაძის უპირატესობამ გამოიწვია.

მისივე თქმით, მინისტრსა და მერს შორის პირველი დავა ივანიშვილის გუნდის ორ გავლენიან ლიდერს შორის, ორბელიანის მოედანზე მდებარე ჩუბინაშვილის ინსტიტუტის სარდაფში ჩასასვლელის გაჭრის ნებართვას მოჰყვა. წულუკიანმა გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.  კალაძის უარის შემდეგ, კი გაბრაზდა და მერს ღია ომი გამოუცხადა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კალაძე და წულუკიანი ერთმანეთს არც კი ესალმებიან. მეტიც კულტურის მინისტრმა დედაქალაქის მერი სპორტის სასახლის გახსნაზე არც კი დაპატიჟა

დაპირისპირება  ქალაქის გადარჩენისთვის თუ ბრძოლა ბიზნესის მსუყე ლუკმისთვის? – ნახეთ მაკა ანდრონიკაშვილის რეპორტაჟში.

ტვ პირველი