„კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო – დაგვეცალა სამშობლო…”  – მამა ლევან ჯიქური

„კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო - დაგვეცალა სამშობლო..."  - მამა ლევან ჯიქურიკასპში მოღვაწე სასულიერო პირი მამა ლევან (ჯიქური) სოციალურ ქსელში წერს:

„კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო. აი არ ვიცი რა, რა გვეშველება, დაგვეცალა სამშობლო, მოიშალა ოჯახის ინსტიტუტი.

ერთი ყველასთვის ცნობილი განსაცდელი ხო ისაა, რომ ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ქვეყანას ვერაფერს შველის. უმუშევრობა. ყველაფერი გაძვირებული. ერთეულები არიან კარგად.

მაგრამ ამაზე დიდი უბედურება მე ის მგონია, ხალხს რომ იმით აშინებენ  „ვაიმეე ოცნების წასვლა არ შეიძლება, არაა, თორე ნაციონალები მოვლენ ისევ.”

ეს ქვეყნის დიდი მტრის მოფიქრებულია.

რატომ მოვლენ კაცო ნაციონალები, რატომ?

მათ დროს რა ცაში დავფრინავდით ბედნიერებით, თუ რა იყო?

მაშინაც გარკვეული ჯგუფებისთვის იყო საამური ცხოვრება.

ხელისუფლება უნდა მიეცეს მათ, ვინც ჩვენისთანა უბრალო ხალხს ამოასუნთქებს. თუ ის ამის გამკეთებელია მალევე შეეტყობა, არა და დროულად უნდა შეიცვალოს”.