ალენ დელონს პირადი ქონების გაყიდვის, ან გასხვისების უფლება ჩამოერთვა

 ალენ დელონს პირადი ქონების გაყიდვის, ან გასხვისების უფლება ჩამოერთვასასამართლომ ალენ დელონს ქონების განკარგვა აუკრძალა. საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც მსახიობის ქალიშვილმა და ადვოკატებმა მიმართეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დელონი არ იქნება შეზღუდული მარტივი ოპერაციებში, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ვერ მიიღებს. ოპერაციებს ჩაიბარებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი, რომელსაც დელონისთვის სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა ეხება.

მსახიობის ვაჟიშვილები ანუშკა დელონს მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.