„ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

„ძლიერი საქართველოს" საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებსდაბრუნება გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში 12 წლიანი პაუზის შემდეგ – „ძლიერი საქართველო” ახალი პრეზენტაციისთვის ემზადება. პოლიტიკური გამსხვილების შემდეგ საარჩევნო პროცესზე მთავარი პასუხისმგებელი პირი უნდა წარადგინონ. კოალიციის საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე ჩაიბარებს. ავტორიტეტი, გამოცდილება, სწორი ღირებულებები – ასე ახასიათებენ კოალიციაში პოლიტიკოსს, რომელმაც უმნიშვნელოვანეს კამპანიას უნდა უხელმძღვანელოს. თუმცა, კოალიციის გაძლიერების პროცესი ამით არ სრულდება. კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან აქტიურად მიმდინარეობს.