„ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მასზე ავტოფარეხში იძალადეს, სისხლნაჟღენთები და დალურჯებები ეტყობა“ – ადვოკატი

„ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მასზე ავტოფარეხში იძალადეს, სისხლნაჟღენთები და დალურჯებები ეტყობა“ - ადვოკატი„ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ მასზე ავტოფარეხში იძალადეს“ – ეს ინფორმაცია ოპოზიციონერის ადვოკატმა წინასაწრი მოთავსების იზოლატორიდან ცოტა ხნის წინ გამოიტანა.

უფლებადამცველის თქმით, საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს სხეულზე სისხლნაჟღენთების კვალი აღენიშნება. ამ წუთებში, ადვოკატი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც დაკავების შემდეგ პოლიტიკოსი გადაიყვანეს.

ადვოკატი ითხოვს, რომ იზოლატორში ეძგვერაძესთან კოკა კაციტაძის უწყების თანამშრომლები მივიდნენ, გაესაუბრონ, აგრეთვე ჩატარდეს ექსპერტიზა.

ასევე უფლებადამცველი ითხოვს, საქმეში ჩაერთოს სახალხო დამცველის აპარატიც.

მე როდესაც ირაკლი მოვინახულე, მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები. მას ასევე ეტყობა კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ირაკლი ცხოვრობს გლდანში, მას შეუვარდნენ სახლში და მასზე ძალადობდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ამის შემდეგ ეთქვათ, თუ სად გადაიყვანეს. ეს ყველაფერი არის კანონდარღვევა. მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რაც შეიძლება მალე გამოგზავნოს მისი გამომძიებლები და გამოიძიოს პოლიციის არაკანონიერი ქმედება. მათ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. ასევე მოვუწოდებ სახალხო დამცველს, რომ მოვიდეს და პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე. კადრებში გავრცელებული არის, თუ ვინ ძალადობს ირაკლი ეძგვერაძეზე. ირაკლიმაც იცის, თუ ვინ იძალადა მასზე და ველოდებით საგამოძიებო უწყებას, რომელიც დაინტერესდება და დაიწყებს გამოძიებას. ირაკლის შეუძლია მისი ამოცნობა”, – ამბობს ლაშა ტყეშელაძე.ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ “არიან პოლიციელები და აკავებენ”. შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ “ერთიანობის კოალიაციაში”, ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.