პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, ის რეალობა, რომელიც არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, “ქართულმა ოცნებამ” რამდენად გააანალიზა? – ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს და ეს ამ შედეგებმა აჩვენა, მაგრამ მთავარი არის, რამდენად სწორად აკეთებს ამის ანალიზს. რამდენად იპოვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს. პირველი რეაქციები უკვე იყო. თუნდაც კანაფის შესახებ კანონპროექტი, […]
კატეგორია: აქტუალური
ბიძინა ივანიშვილის სპეციალური მიმართვა – ექსპრემიერი რევანშზე საუბრობს და კიდევ ერთ წელს ითხოვს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს: მინდა, მივმართო ჩემს ხალხს! მინდა, მივმართო იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაკისრია თქვენს წინაშე! პირველ რიგში, მადლობა მათ, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეთ ნდობა, მადლობა იმ ადამიანებს, ვისაც ბევრი პრობლემის მიუხედავად, სჯერა ჩვენი არჩეული გზის! მაგრამ დღეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მივმართო მათ, ვინც გულგატეხილია! მინდა გითხრათ, რომ […]
ლევან ალაფიშვილი – ”ქართული ოცნების” მთავარი პრობლემა მისი საკონსტიტუციო უმრავლესობაა”
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ძალაუფლების დანაწილების პრინციპზე და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, თქვენ როგორ აფასებთ შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობას? – “ქართულ ოცნებას” სალომე ზურაბიშვილთან ერთად პოლიტიკური პროცესის გაგრძელება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. ეს ყველაზე კარგად თვითონ “ქართულმა ოცნებამ” იცის. მე სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ კახა კალაძის განცხადებას. ნაწილი არათუ “გაპრავებაზე” არის […]
ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს – “თქვენი სიტყვები ჩემთვის შეურაცხმყოფელია… რატომ მწამებთ ცილს… რას იზამდით, იგივე თქვენ რომ გადაგეტანათ?!”
ცოტა ხნის წინ ზაზა სარალიძემ ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილს მიმართა: “ბატონო ბიძინა მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო მომიწია სამსახურისთვის თავი დამენებებინა, უარი ვთქვი იმ მუნდირის ტარებაზე, […]
გია ხუხაშვილი – “მიშას ჩამოსვლა შეიძლება კარგიც იყოს – სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს!”
რატომ აღარ ეშინია ხალხს ნაციონალების დაბრუნების, რამ განაპირობა “ოცნების” წარუმატებლობა საპრეზიდენტო არჩევნებზე, რატომ არ არის სასურველი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება. – საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღე გავიდა და ახლა უფრო მშვიდად შეიძლება შეფასებების გაკეთება. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ის შედეგი, რომელიც დადგა? – “ოცნების” წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზით […]
ანა დოლიძე – “ვაშაძე თუ პრეზიდენტი გახდა, ლარის კურსი 6.7 იქნება”
ანა დოლიძემ გადაცემა “360 გრადუსში” გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ ისაუბრა. “ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე! ის არის პრობლემების მთელი პაკეტი და ეს პრობლემები არის დათა ახალია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ადამიანები რომლებიც არიან მხილებულნი ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ ანგარიში, მაშინ თავიანთ […]
კალაძე – “ძალაუფლების კონცენტრაციამ გადაჭარბებული თვითდაჯერებულობა შეგვმატა”
„ქართული ოცნების“ ლიდერების პოზიცია გუშინდელი ღამის შემდეგ შეცვლილია. დღეს პარტიაში უკვე შეცდომებზე საუბრობენ. “გადაჭარბებული თავდაჯერებულობა,” “არაადეკვატური კომუნიკაცია” – ეს არის ტერმინები, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველ გუნდთან მიმართებაში გამოიყენა. კახა კალაძის თქმით, ეს არის გაკვეთილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა შეცვალოს „ქართულმა ოცნებამ.“ თბილისის მერი დღეს შიდა კვლევებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ შეცდომაა […]
გრიგოლ ვაშაძე – “არანაირი ეიფორია, არანაირი წინასწარი ზეიმი!”
„ღირსების არჩევნები შედგა,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია,“ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მოუწოდა, მეორე ტურში აქტიურობისკენ. ვაშაძის თქმით, ფინანსური რესურსის მობილიზების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა გამარჯვება პირველივე ტურში ვერ მიაღწია. ვაშაძემ ასევე მადლობა გადაუხადა “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს მხარდაჭერის გამოცხადებისთვის. „მაქვს თხოვნა, არანაირი […]
სოსო ცინცაძე – “ოცნება” ყველაფერს გააკეთებს ზურაბიშვილის პირველივე ტურში გასაყვანად”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ განაცხადა, დეტალურად ვიცით, რა იგეგმებოდა და იგეგმება დესტაბილიზაციის მოსაწყობადო. უმრავლესობის წევრმა მათიკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ხელწერაზე ისაუბრა. როგორ ფიქრობთ, მათი მიზანი შეიძლება მართლაც მოვლენების რევოლუციური განვითარება იყოს? – არავითარი რევოლუციური სცენარი, არავითარი სახელმწიფო გადატრიალება, არავითარი ბომბების სარდაფებში დამზადება და […]
ვახტანგ ძაბირაძე – “ვერ გავიგე, ქვეყანაა თუ კინოსტუდია?! – არჩევნების პირველივე ტურში დასრულება ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება”
პოლიტოლოგი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევა შესთავაზა და მასზე დასწრების სურვილი გამოთქვა, სადაც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე უნდა იყოს მსჯელობა. მეორე მხრივ უკვე საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. როგორ შეიძლება მოვლენები განიმუხტოს? – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია, თუ გვინდა სიტუაცია განიმუხტოს […]









