ანა დოლიძე – “ვაშაძე თუ პრეზიდენტი გახდა, ლარის კურსი 6.7 იქნება”

ანა დოლიძე - "ვაშაძე თუ პრეზიდენტი გახდა, ლარის კურსი 6.7 იქნება"ანა დოლიძემ გადაცემა “360 გრადუსში” გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტების შესახებ ისაუბრა.

“ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ, იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე! ის არის პრობლემების მთელი პაკეტი და ეს პრობლემები არის დათა ახალია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ადამიანები რომლებიც არიან მხილებულნი ფართომასშტაბიან ადამიანის უფლებების დარღვევებში.

წაიკითხეთ ანგარიში, მაშინ თავიანთ პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის, რომელიც სახალხო დამცველი იყო, რა ხდებოდა მაშინ ციხეებში.

ეს პირობა, რომ შევიწყალებ (გრიგოლ ვაშაძე: სააკაშვილსაც შევიწყალებ, მერაბიშვილსაც და ახალაიასაც) რაც ნიშნავს – უდიდესი არასტაბილურობა და 2,7 რომ გვაქვს კურსი, ეს იქნება 6.7, ასეთ შემთხვევაში, ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.