უსუფაშვილმა კობახიძეს დასცინა – ”პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა იჯდეს”

უსუფაშვილმა კობახიძეს დასცინა - ”პარლამენტის თავმჯდომარე მინუს მესამე სართულზე უნდა იჯდეს”პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოქმედი თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს:
„თუ სასახლის ზომა უნდა იყოს კავშირში კონკრეტული სახელმწიფო მოხელის ადმინისტრაციულ საძალაუფლებო წონასთან, მაშინ მე გეტყვით ასე, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ერთპიროვნული საძალაუფლებო წონით უნდა განთავსდეს რომელიმე შენობის სარდაფის, მინუს მესამე სართულზე. პარლამენტის თავმჯდომარეს ერთპიროვნული უფლება ფაქტობრივად არ აქვს, მას მხოლოდ შეუძლია, თამბაქოს კონტროლის კონფერენციაზე არ გაუშვას გუგული მაღრაძე ან ერთპიროვნულად დანიშნოს საკუთარი თანაშემწეები.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის ავლაბრის რეზიდენციაში შევა, თუმცა მიაჩნია, რომ იქ უნდა განთავსდეს რესპუბლიკის დარბაზი.