თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენს ბერძნებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ CNNTurk იუწყება. თურქული ვერტმფრენი საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ათენმა 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსა. თურქეთისა […]
კატეგორია: აქტუალური
კვირიკაშვილი: „ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას არ დატოვებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, შეხვდა გედევან ფოფხაძეს და სთხოვა, უმრავლესობა არ დაეტოვებინა. „მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში, […]
ლაშა ჩხარტიშვილი – “ივანიშვილი ახალ როკის გვირაბს აშენებს” – რატომ აწვდის ხელისუფლება ოკუპანტებს დენს უფასოდ
რა პრობლემებს უქმნის საქართველოს გიგანტური ჰესები, ვინ და რა მიზნით ცლის საქართველოს მთიან რეგიონებს, რისთვის და ვისთვის შენდება ახალი გზა? – ამ თემებზე “ახალ თაობას” უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ესაუბრება. ლაშა ჩხარტიშვილი: – “ქართული ოცნება” სულ უფრო ემსგავსება სააკაშვილის ხელისუფლებას, ძალადობით და სპეცრაზმების მეშვეობით ცდილობს ჰესების მშენებლობის დაწყებას. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოსახლეობა დაითანხმონ იმაზე, რაზე […]
ბათუმის საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკი დაიკარგა – ექთანი ქალი ამის შემდეგ არავის უნახავს
ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარში რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ფაქტს ადასტურებს კლინიკის დირექცია. რამდენიმე წუთის წინ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ. ადვოკატის განცხადებით, გამოძიება დაადგენს დეტალებს და სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის ბრალეულობა გამოიკვეთება. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც პასუხისმგებელი იყო მედიკამენტებზე, ექთანი ქალია. ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის შემდეგ ის არავის უნახავს. – გამოძიება დაწყებულია. არსებობს საკითხები, […]
ტყიბულში ქუმსიშვილს დაუპირისპირდნენ – “რატომ ხოცავთ ხალხს!”
ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ჩავიდა, სადაც გამთენიისას მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქუმსიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა.ერთ-ერთი გარდაცვლილის, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილის და, ეკონომიკის მინისტრს სიტყვიერად დაუპირისპირდა. “რატომ ხოცავთ ხალხს,”- მიმართეს ქუმსიშვილს. ტყიბულში, მინდელის სახელობის სახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მამაკაცი მკურნალობის კურსს ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადის. დაწესებულების დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, […]
გია გაჩეჩილაძემ და გიორგი ვაშაძემ ერთმანეთს აგინეს – ვიდეო
პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლას. მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და უცენზურო სიტყვებით მიმართეს. მათი გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს მოუხდათ. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაბა კაზრეთში შექმნილ ვითარებას განიხილავენ და ამ საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის […]
კახა კალაძემ “სითი ინსტიტუტს” 1 ივნისამდე მისცა ვადა
„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს დედაქალაქის მთავრობისა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მიიღეს. – გენერალური გეგმა თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ ვალდებულებების შესრულება, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. – მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის […]
ირაკლი ქორიძე 2010 წელს ნარკოტიკებით დააკავეს, 2012 წელს კი პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვეს
კურიერის ინფორმაციით, ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის გუშინ დაკავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის დირექტორი ირაკლი ქორიძე ამავე დანაშაულისთვის სასჯელს წარსულშიც იხდიდა. ირაკლი ქორიძე 2010 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკებით დააკავეს და 2012 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატიც ადასტურებს. რაც შეეხება ირაკლი ქორიძეს, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ირაკლი ქორიძის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებასთან […]
ალავიძე ცქიტიშვილმა შეცვალა – ცვლილება მთავრობაში
კვირიკაშვილი – ”ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ”
„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“ ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია […]










