რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, რომ ქალაქ […]
კატეგორია: აქტუალური
მეუფე პეტრე: „პრემიერი კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“
თოქ-შოუ არჩევანში ჭყოდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პრეზიდენტს უპრინციპო ადამიანი უწოდა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე გააკეთა -უნდა შეიწყალოს თუ არა ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა – ამ საკითხთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს გერმანიიდან ჩამოსვლისას პრეზიდენტი პატრიარქს აეროპორტში დახვდა და მან ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან […]
კალაძე – “10 აპრილიდან სითი პარკთან ხელშეკრულებას ვწყვეტთ”
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხლშეკრულება. კალაძე ამის მიზეზსს ხსნის იმით, რომ კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შევა და „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია დროებით შეითავსებს. – დღესდღეობით ნათლად გამოიკვეთა „სითი პარკის“ საზოგადოების ინტერესებთან შეუთავსებლობა. ჩვენი მხრიდან […]
ლევან ალაფიშვილი – “ქალები პოლიტიკაში ხელოვნური ჩარევის გარეშე უნდა მოვიდნენ”
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, პარლამენტი სავარაუდოდ მიიღებს კანონს პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით. ყველა პარტია ვალდებული იქნება, საარჩევნო სიაში ქალები ჰყავდეს წარმოდგენილი. არის თუ არა ასეთი ხელოვნური ჩარევა საჭირო? – პირველ რიგში, მე, ისევე როგორც ამ საზოგადოების დიდი ნაწილი, თანასწორობის მომხრე ვარ ყველა […]
ბელგიის უნივერსიტეტში ქართული კათედრა გაიხსნება
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ. […]
ხუხაშვილი: „კვირიკაშვილს ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა, აზრზე მოდიო“
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება. “პრემიერის განცხადებაში მთავარი პრობლემა შინაარსი კი არ არის, რომელიც ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა. პრობლემა იმაშია, რომ პრემიერის ნებისმიერი განცხადება რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი კი ასეთია – ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა, აზრზე მოდიო. შიგნით ვიღაცამ აგინა, ვიღაცამ გული მოიფხანა. თუ ვინმე ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს […]
აღმაშენებლის გამზირის ნაწილი რამდენიმე საათით დაიკეტება
11 მარტს, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სანკტ პეტერბურგის ქუჩის ჩასახვევიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე, სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიებების გამო განხორციელდება. „მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან მეოთხედ იმართება. აღნიშნული აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის […]
”გადავდგათ გონივრული ნაბიჯები” – კვირიკაშვილმა რუსეთს მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. მთავრობის მეთაური მიმართავს რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“. „მიმდინარე წლის აგვისტოში 2008 წლის ომიდან ათი წელი შესრულდება. ამ დრამატულმა მოვლენამ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და […]
ალეკო ელისაშვილი: „რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და დოლ-გარმონის, ალიონზე შეგებების ადმინისტრაცია, რას იგონებენ?!
– რა ღამის ეკონომიკა?! სერგი ძალიან საყვარელი და ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და მისგან მიკვირს, რომ ასეთ წინადადებას დათანხმდა, – ამის შესახებ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას, თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ტელეპროდიუსერ სერგი გვარჯალაძის დანიშვნის თაობაზე. „რა ღამის ეკონომიკის სამსახური, რა გარიჟრაჟის და […]
გოჩა მირცხულავა – “პუტინს სურდა, ქართველი ხალხი რუსეთის ტანკებს ყვავილებით დახვედროდა”
რა კავშირშია ტატუნაშვილის მკვლელობა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან, ვინ უწყობს მოსკოვს ხელს ჰიბრიდული ომის წარმოებაში, რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. – არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტმა საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვანი რეაქცია გამოიწვია – ომი გრძელდება. როგორ შეაფასებდით თავად ამ ფაქტს და რას მიიჩნევთ მის უმთავრეს მიზეზად? – მე ვიზიარებ იმ […]










