2017 წელს დავით საგანელიძემ, რომელიც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია, ხელფასის სახით 336.000 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 28.000 ლარს ნიშნავს. საგანელიძის ხელფასი 2016 წელთან შედარებით შემცირებულია. 2016 წელს მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი 33.687 ლარი იყო. 2017 წელს საგანელიძეს საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 67.200 ლარი, ქონების გადასახადი – 5.516 ლარი, დაზღვევაზე – 3.432 ლარი, საქველმოქმედო მიზნებისათვის საგანელიძეს დახარჯული […]
კატეგორია: აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილს მამამ 50.000 დოლარი აჩუქა
2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბანკ ქართუში იპოთეკური სესხის დასაფარად 19.745 აშშ დოლარი (დაახლოებით, 50 000 ლარი) გადაიხადა. პრემიერ მინისტრის თვიური ხელფასი კი 5.000 ლარია. თუმცა, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს მამისგან საჩუქრად 50.000 აშშ დოლარი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილს სახელფასო ანგარიშზე ბანკ ქართუში ნაშთის სახით 4.686 ლარი აქვს, ასევე ფლობს 3.018 ლარს მიმდინარე ანგარიშზე. […]
პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 9 მებრძოლი კი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაიცით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად […]
მაჩალიკაშვილების ოჯახი – ”პანკისი საქართველოს ნაწილია და ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს”
– მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე არ შეიცავდა სხვა აზრს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ „დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, ხელისუფლება პანკისს დაკარგავს“. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის […]
შსს აქციას #არაჩადებას!” შეუერთდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციას #არაჩადებას! შეუერთდა. უწყებამ პოზიცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დააფიქსირა. ამას წინ უძღოდა დღეს, ქუთაისში გამართული აქცია, სადაც გაჩნდა წარწერები „არა ჩადებას“. აღნიშნული ქმედებით გარკვეულმა ჯგუფმა აქცია ნარკოტიკების ჩადების წინააღმდეგ გამოხატა. ინტერპრესნიუსი
მარგველაშვილი – ”ქართულ ოცნებას” საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს”
მე არასდროს აღვიქვამდი სტატისტიკად შეწყალებას და არასდროს მომსვლია აზრად ამის დათვლა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მის წინააღმდეგ შავი პიარის ტალღაა აგორებული, მათ შორის პატიმრების შეწყალების კუთხით. – ბრალდება იყო, თითქოს იმდენი პატიმარი გამოვუშვი, რომ კატასტროფის წინაშე ვართ და რეკორდსმენი ვარ. იყო ტალღა შავი პიარის. მე არასდროს აღვიქვამდი […]
„დასავლეთმა შეიძლება ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება აიძულოს”
ნინო ბურჯანაძე: “სახელმწიფო ერთი კაცის საწარმოდ იქცა” შეძლებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას, როგორ იქცა სახელმწიფო ერთი კაცის საწარმოდ, შეიცვლება თუ არა საქართველოში პოლიტიკური რეალობა, რაზე აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს, რატომ აკრიტიკებს მოსახლეობას, აპირებს თუ არა სააკაშვილზე შურისძიებას, რა შეიძლება დაავალოს დასავლეთმა ყოფილ პრემიერს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ესაუბრება. – […]
“საზმაუს” ბორდის ყოფილ წევრ ლელა გაფრინდაშვილს 5 თვე ჰონორარს უხდიდნენ – ტელევიზიის ფინანსების ხარჯვის კანონიერებას პროკურატურა შეისწავლის
პროკურატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ფინანსების ხარჯვის კანონიერების შესწავლას იწყებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დოკუმენტაციის ერთი ნაწილი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ანაზღაურებას ეხება, შემოწმების შემდეგ პროკურატურას გადაუგზავნა. აუდიტმა გაარკვია, რომ 2015-2016 წლებში მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ხელფასები მილიონ 200 ათასი ლარით გაზარდა, რაც სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა […]
მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს
თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს. ეს საკითხი მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე დააყენა. – ეს საკითხი ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, ეს ეხება დიზელის საწვავს, რომელიც პრაქტიკულად ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. […]
მახარე მერებაშვილმა იუსტიციის სამინისტროს 28.000 ლარი და 3 წლიანი სასამართლო მოუგო
იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ს დანაშაულის პრევენციის ცენტრს თანამშრომლის უკანონო გათავისუფლების გამო 28.000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტის მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მახარე მერებაშვილმა 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარე მერებაშვილის გათავისუფლება ცალსახად უკანონოდ მიიჩნია. შესაბამისად, მოპასუხეს კომპენსაციის სახით 28.000 […]










