გიორგი კვირიკაშვილს მამამ 50.000 დოლარი აჩუქა

გიორგი კვირიკაშვილს მამამ 50.000 დოლარი აჩუქა2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბანკ ქართუში იპოთეკური სესხის დასაფარად 19.745 აშშ დოლარი (დაახლოებით, 50 000 ლარი) გადაიხადა. პრემიერ მინისტრის თვიური ხელფასი კი 5.000 ლარია.

თუმცა, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს მამისგან საჩუქრად 50.000 აშშ დოლარი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილს სახელფასო ანგარიშზე ბანკ ქართუში ნაშთის სახით  4.686 ლარი აქვს, ასევე ფლობს 3.018 ლარს მიმდინარე ანგარიშზე.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილის საკუთრებაში თბილისში ორი ბინაა. მათ შორის, 80.000 ლარად 2006 წელს და 10.000 ლარად 2005 წელს შეძენილი ბინები.

კვირიკაშვილი ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს დუშეთში, რომელიც მან 36.500 ლარად 2007 წელს შეიძინა. დუშეთში აგარაკის მშენებლობაში კი 2010 წელს 100.000 ლარი დახარჯა.

ნეტგაზეთი