კატეგორია: აქტუალური

“სააფთიაქო მაფიას ხელისუფლება მფარველობს”

თორნიკე შარაშენიძე: “წამლები კვირაში ერთხელ ძვირდება” “ახალი თაობის” კითხვებს თორნიკე შარაშენიძე პასუხობს. – ბატონო თორნიკე, კახა ოქრიაშვილის განცხადებებმა 10-ლარიან მედიკამენტებთან დაკავშირებით მოსახლეობის დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ თემას თქვენც გამოეხმაურეთ და აცხადებთ, რომ ამ ქვეყანას სააფთიაქო-სამედიცინო მაფია ღუპავსო. რას გულისხმობთ? რა ხდება სააფთიაქო-სამედიცინო ქსელში? – აშკარაა, სახეზე არის გარიგება სადაზღვევო კომპანიებსა და აფთიაქებს შორის, რომ პაციენტებს […]

შსს-ს მაღალჩინოსანი ოთარ ტატალაშვილი ნარკოტიკის მოხმარებისთვის 500 ლარით დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი ახალციხეში გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შეამოწმეს, რის შედეგადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სასამართლომ ტატალაშვილი 500 ლარით დააჯარიმა და უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც შსს-ში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ტატალაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს. მას 45–ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს უკანონო ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე. „გენერალურმა […]

გიორგი ჭანტურია – “გახარიას მოადგილე მაძალებდა, მეღიარებინა ქუთათელაძის მკვლელობა და სანაცვლოდ შეღავათს მპირდებოდა”

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ მასსა და ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთ მფლობელს შორის მიწის ყიდვასთან დაკავშირებით მილაპარაკებები მიმდინარეობდა რაც, საბოლოო ჯამში არ შედგა. “რუსთავი 2”- ის ეთერში ჭანტურიამ თქვა, რომ ქუთათელაძესთან დაპირისპირება არასდროს ქონია. რაც შეეხება უზიელ ნონის შეცვლილ ჩვენებას, ჭანტურია ეჭვობს, რომ ბიზნესმენს მის წინააღმდეგ […]

ივანიშვილმა სერგეენკო და კვირიკაშვილი დაიწუნა – “ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურების შერჩევაზე კასტინგი გამოცხადდა

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დარწმუნებით ამბობენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი იქნება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ ვინ იქნება ეს იღბლიანი. არადა “ქართულ ოცნებაში” კანდიდატურების შერჩევა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ “ახალ თაობას” უთხრა, მმართველ გუნდს ივანიშვილმა კანდიდატების შერჩევის უფლება მისცა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით ისეთივე სურათი იხატება, როგორიც დედაქალაქის მერის კანდიდატის […]

”სოსო ქუთათელაძე ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა” – მოკლული გენერლის მეუღლე მის ბოლო დღეებს იხსენებს

მოკლული გენერლის სოსო ქუთათელაძის მეუღლემ “იმედის კვირას” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მეგი სირბილაძე იმ დოკუმენტებზე საუბრობს, რომლებიც სოსო ქუთათელაძემ გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე უსაფრთხოების მიზნით ჩააბარა. გარდა ამისა, სირბილაძე კონკრეტულ დაპირისპირებასაც იხსენებს, რომლის შესახებაც მეუღლემ უამბო. – ბოლო ერთი თვე სოსო თითქმის ყოველდღე ანერვიულებული მოდიოდა სახლში. ამბობდა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა. ლაპარაკი იყო ჭანტურიას ტერიტორიის შესყიდვაზე, […]

თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარო

მალე ყირგიზეთი სამწუხარო თარიღს აღნიშნავს – სატვირთო ბოინგის ბიშკეკთან განცდილი კატასტროფიდან წლისთავს. ამ ტრაგედიის დროს მსხვერპლი 39 ადამიანს შეადგენდა, აქედან-17 ბავშვი. თუმცა, ამ დრომდე, არც დაღუპულთა ახლობლებს, არც ყირგიზელ ხალხს არ მოუსმენია საბოდიშო სიტყვები იმ საშინელ მოვლენებში მთავარი დამნაშავისაგან – ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევისაგან. დღეს უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ ვინ იყო იმ ტვირთის […]

კვირიკაშვილი – ”ჩემი პრეზიდენტობა გამორიცხულია”

შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1tv.ge-ს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა, პრემიერი აცხადებს, რომ კანდიდატებზე გუნდი არ ჩამოყალიბებულა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ წინასწარი საუბრების დონეზეა და მის […]

სანდრო ბრეგაძე: “მარგველაშვილი პატიმრების შეწყალებაში ფულს იღებს”

“პრეზიდენტი თუ მიჩივლებს, ფაქტებს დავდებ” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროებს. – ბატონო სანდრო, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. სოციალური და ეკონომიური ფონის გაუარესებას კრიმინოგენური ვითარების დაძაბვაც დაერთო. რა ხდება? ვერ ართმევს თავს ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს? – პირველ რიგში, უნდა […]

კალაძემ მე-5 მოადგილედ სოფიო ხუნწარია დაინიშნა

თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მისი მეხუთე მოადგილე სოფიო ხუნწარია იქნება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მერიის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.

ქუცნაშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეაქვთ

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის ყოფილი გამგებლის, ვაჟა ჩოხელის წინააღმდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მთავარ პროკურატურაში ხვალ განცხადებას შეიტანენ. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. სისაურის განცხადებით, საქმე ეხება თიანეთი- ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს და თიანეთში არსებულ კორუფციულ გარიგებებს. სისაური დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა, აცხადებს, რომ დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი […]