კატეგორია: აქტუალური

სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული 

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე 6 ჭრილობა აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა. – ამ ეტაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერირიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის […]

ნიკა გვარამია უკრაინაში შავ სიაში შეიყვანეს

უკრაინულმა საიტმა „მშვიდობისმყოფელი“ (Миротворца) „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბაზაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი ფეისბუკზე ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გვარამია ბაზაში შეიყვანეს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მიზანიც უკრაინული სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა იყო, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პეტრე პოროშენკოს წერილების ასლი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ატყობინებდა, რომ პოროშენკო დაკავებულია რუსეთისთვის […]

რუსთავში მოკლული სტამბოლის ბაზრის მეწილე გენერალი და ნაციონალების ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძეა

რუსთავში მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა ბაზრობის თანამშრომლებმა განუცხადეს. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი. გარდაცვლილის ნაცნობები და ბაზრის ერთ-ერთი მეწილე უზი ნონი ამბობს, რომ […]

ათონის მთაზე გრიგორიუსის მონასტერში ქართველი მღვდელმონაზონი ბერი ილარიონი (კახა მეგრელიშვილი) აკურთხეს

თითქმის 76-წლიანი პაუზის შემდეგ ათონის მთაზე, გრიგორიუსის ბერძნულ მონასტერში ქართველი მღვდელმონაზონი აკურთეს. imedinews-ის ინფორმაციით, კურთხევის ცერემონია 14 იანვარს, გამთენიისას ჩატარდა. მღვდელმონაზვნად ბერი ილარიონი ( კახა მეგრელიშვილი) ეკურთხა, რომელიც წმინდა მთაზე დაახლოებით 15 წელია მსახურობს. ათონის მთაზე ბოლო ქართველი მღვდელმონაზონი, სიმონ ბაღდავაძე, 1942 წელს პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გირჩი თავის კრიპტოვალუტას ქმნის

რელიგიური ორგანიზაციის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება – გირჩი თავის კრიპტოვალუტასაც ქმნის. პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავს. ინფორმაციას On.ge ავრცელებს. პარტიაში აცხადებენ, რომ შექმნილ კრიპტოვალუტას თანაბრად დაურიგებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, პარტიის გეგმაა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე. “გირჩისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია არსებობის ისტორიაში, რადგან ასე […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა საქართველოს პროკურატურას მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, უსწრაფესად მოხდეს საქმის გამოძიება. მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა ამბობს, რომ ამ დროისთვის ის პროკურატურას ნდობას უცხადებს, თუმცა თუ არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, პანკისის ხეობის მცხოვრებლები „სხვანაირად მოიქცევიან.“ […]

„ძალიან საშიში სიტუაციაა“ – რა ხდება პანკისში და ვინ ცდილობს ვითარების არევას

პანკისის სპეცოპერაციისას თავს არეში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი სამძიმარს ამ წუთებში იღებს. ხეობის მოსახლეობა კი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც ახალგაზრდას თავის არეში ესროლა. 19 წლის ბიჭის დედის, აიზა მარგოშვილის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ. – დღეს, დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა, არაფრის […]

თიანეთში შესაძლოა მერის ხელახალი არჩევნები დაინიშნოს

იმ შემთხვევაში თუ თიანეთის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კი დღეს საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. ის საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ წარმოუდგენს ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ ორჯერ უკვე ჩააგდო. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, მეჭიაური აცხადებს, რიმ ამისთვსაც მზადაა: – ბიუჯეტი ორჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს. პროექტი, რომელიც […]

პროკურატურა პრეზიდენტს ემუქრება

– ‘’ქართული ოცნების’’ შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აშკარად შეტევაზე გადავიდა ოცნებისადმი დაქვემდებარებული პროკურატურა“ – ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ე.წ. შეწყალების საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კომენტარს. ლევან სამუშიას განმარტებით, ,,პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, არის ‘’ქართული ოცნებისა’’ და პოლიტიკური პროკურატურის პოზიცია […]

“რუსეთი საპრეზიდენტო კანდიდატს ლევან ვასაძესთან და მეუფე შიოსთან ერთად შეარჩევს”

რატომ არ იხსენიებს რუსეთის პატრიარქი ილია II-ს სრული ტიტულით, რა დოზით ჩაერევა მოსკოვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რა რისკების წინაშე დგას საქართველო, რა უნდა გაითვალისწინოს პანკისის მოსახლეობამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – პანკისთან დაკავშირებით ყველას სიფრთხილე გვმართებს. გამოძიების დასადგენია, რამდენად არიან კავშირში ტერორიზმთან სუსის მიერ დაკავებული პირები. იმ მასალიდან, […]