თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარო

თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარომალე ყირგიზეთი სამწუხარო თარიღს აღნიშნავს – სატვირთო ბოინგის ბიშკეკთან განცდილი კატასტროფიდან წლისთავს. ამ ტრაგედიის დროს მსხვერპლი 39 ადამიანს შეადგენდა, აქედან-17 ბავშვი. თუმცა, ამ დრომდე, არც დაღუპულთა ახლობლებს, არც ყირგიზელ ხალხს არ მოუსმენია საბოდიშო სიტყვები იმ საშინელ მოვლენებში მთავარი დამნაშავისაგან – ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევისაგან.

დღეს უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ ვინ იყო იმ ტვირთის მთავარი შემკვეთი, რომელიც კატასტროფაში მოხვედრილ ბოინგს გადაჰქონდა. რეისი THY 6491, რომელიც თურქულ ავიაკომპანიას «My Cargo Airlines» ეკუთვნოდა, ფრახტირებული იყო ა. ათამბაევის «ბიზნეს-პარტნიორების მიერ». ფრენის მიზანი გხლდათ ყირგიზეთში კონტრაბანდული საქონელის ჩატანა. 85 ტონა მობილური ტელეფონი, სმარტფონი და პლანშეტი, რომლებიც უნდა გაყიდულიყო ყირგიზეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე – ხომ არაჩვეულებრივი შემოსავლის წყაროა იმ ადამიანისათვის, რომელსაც მისი ქვეყნის ხალხი კანონიერების გარანტად მიიჩნევს? 100 აშშ დოლარზე მეტი – ეს კი მხოლოდ იმ დაღუპული რეისის ღირებულებაა.

ამგვარი რეისების ოდენობა, გამოძიების მონაცემთა თანახმად, რომელსაც აწარმოებდა ჟოგორკუ კენეშას დეპუტატთა უხუცესი ომურბეკ ტეკებაევი (დღესდღეისობით იგი ციხეში ზის), იყო არანაკლებ ორმოცდაათისა.

ვაწარმოოთ მარტივი გამოთვლა.

100 მილიონი აშშ დოლარი – მთელი ტვირთის ღირებულებაა. ტრადიციულად, ამ სახის საქონლისაგან მიღებული შემოსავალი (მით უმეტეს, ტვირთი კონტრაბანდულია) – თითქმის 60 პროცენტს შეადგენს. გავამრავლოთ 60 მილიონი აშშ დოლარი 52 რეისზე, ყოველივე ზემოთ თქმულის მტკიცებულება მოიპოვა ო. ტეკებაევმა, გამოდის, რომ ა. ატამბაევის წმინდა მოგებამ შეადგინა 3,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი!!!

3 მილიარდი! ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი ყირგიზეთის ბიუჯეტი 2018 წლის განმავლობაში! ეს ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ერთნახევარი ოდენობაა.

გამოდის, რომ ყირგიზელები საკუთარი მამასისხლად ნაშოვნი ფულით ძვირადღირებულ ტელეფონებს ყიდულობდნენ, ხოლო «კონსტიტუციის გარანტი» ამ შემოსავალს საკუთარ ჯიბეში „ინახავდა“. ა. ატამბაევი საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად არათუ საბაჟო მოსაკრებელს არ იხდიდა, არამედ საშემოსავლო გადასახადსაც არიდებდა თავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ აშშ მილიარდობით დოლარიდან არაფერი მიუღია.

თუ დავითვლით სახელმწიფოს მიერ მხოლოდ გადასახადების სახით განცდილ ზარალს, თანხა არანაკლებ შემზარავი ოდენობისაა: დაახლოებით მილიარდი აშშ დოლარი.

ამ ფულით ყირგიზეთი შეძლებდა ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას, ასობით სკოლისა და საავადმყოფოს აშენებას (ერთი სკოლის აგება მთელი თავისი აღჭურვილობით დაახლოებით 7 მილიონი აშშ დოლარი ჯდება). ამ თანხით შესაძლებელი იყო მთელი ქვეყნის ავტომაგისტრალური დაქსელვა.

მაგრამ არა, ა. ატამბაევმა ყირგიზეთის ვალებში ჩაგდება ამჯობინა, ვიდრე მშობლიური ქვეყნისათვის გადასახადების გადახდა.

დღესდღეობით ქვეყნის ბიუჯეტის დეფიცითი 20% შეადგენს. ხოლო საგარეო ვალი გაუტოლდა თანხას, რომელიც ა. ატამბაევმა კონტრაბანდული მობილური ტელეფონების გაყიდვით მოიპოვა – 3,8 მილიარდი აშშ დოლარი. ამასთან საგარეო ვალი აჭარბებს მშპ 52 პროცენტსა და დსთ სივრცეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემა ჯერაც არ არის მოგვარებული. დაახლოებით 200 ათასამდე ყირგიზელს არ გააჩნია საარსებო წყარო. ანუ ისინი შიმშილობენ. და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემების თანახმად. ხოლო არაოფიციალური მონაცემების თანახმად – ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი უმუშევარია. აქედან ნახევარზე მეტი ახალგაზრდობაა, რომელიც ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს და იძულებულია დატოვოს ქვეყანა უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ქვეყნის მილიონობით მოქალაქე გახიზნულია სამუშოდ რუსეთსა და ყაზახეთში, ხოლო მათ, ვისაც ყრგიზეთში სამუშაო გააჩნია, იძულებულია მხოლოდ თავი გაიტანოს და იარსებოს, და არა იცხოვროს – ყირგიზეთში საშუალო ხელფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს. ყირგიზელი პენსიონერები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ღარიბები არიან, მათი ნახევარის პენსია შეადგენს საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებს.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ა. ატამბაევი კი მილიარდობით დოლარს იხვეჭს.

უფრო მეტიც, არც ერთი წლის წინ და არც ეხლა, ა. ატამბაევი არ გამოთქვამს არავითარ სურვილს, რომ მწუხარება გამოთქვას მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო. 2017 წლის 16 იანვრის ტრაგედიიდან ერთი კვირის განმავლობაში ა. ატამბაევი „ალა-არჩას“ სახელმწიფო რეზიდენციაში არაყს არაყზე ცლიდა. ამასთან ე.წ. „ზაპოი“ დაკარგული მილიონების გამო მგლოვიარე ა. ატამბაევისა იმდენად სერიოზული იყო, რომ მის გონზე მოყვანას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა ექიმების მთელი ბრიგადა, თურქული კლინიკიდან საგანგებოდ მოწვეული ტოქსიკოლოგების ჩათვლით, სადაც ალკოჰოლიზმის სამკურნალო კურსს პერიოდულად ყირგიზეთის ყოფილი მეთაურიც გადის.

სხვათა შორის, ა. ატამბაევს დღემდე არ დაუცლია «ალა-არჩას» რეზიდენცია, რომელიც განკუთვნილია სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის საცხოვრებლად.

მის ძალისმიერი მეთოდებით გაძევებას კი ჯერჯერობით ვერ ბედავენ.

საქმე იმაშია, რომ ა. ატამბაევმა მართალია დატოვა თანამდებობა და ადგილი დაუთმო დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს, თუმცა პოლიტიკურ ელიტაზე გავლენას დღესაც ინარჩუნებს. უფრო მეტიც, დღესდღეობით ა. ატამბაევი ყველანაირად უშლის ხელს ს. ჟეენბეკოვის მთავარი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას – კორუფციასთან ბრძოლა.

პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ნებისმიერი კორუფციური სქემის შემუშავებისას, დაწყებული საქონლისა და ნარკოტიკების კონტრაბანდიდან და უცხოელ ინვესტორებთან დადებული კონტრაქტის კეთილსინდისიერების შემოწმებით, იკვეთება მთავარი ფიგურანის სახელი – ალმაზბეკ ატამბაევი. მაგალითად, ქვეყნის ერთერთი უდიდესი ოქროს საბადოს „ჯერუი“ ძალზედ იაფად გაყიდვა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი უბრალოდ დამფრთხალია. სწორედ ამიტომ ცდილობს ნებისმიერ ფასად დააბრკოლოს დემოკრატიული რეფორმები, რომელთა გატარებას გეგმავს ქვეყნის ახალი ხელისუფალი.

ჭორებს თუ დავუჯერებთ, ა. ატამბაევის მომხრეები ყველა ხერხით ცდილობენ დააბრკოლონ ახალი კადრების დანიშვნა საკვანძო თანამდებობებზე: პროკურორების, ძალოვანი უწყებებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელებისა და პროკურორების ჩათვლით. ამასთან, იმ ინფორმაციის თანახმად, რომელიც ზოგჯერ გამოჟონავს ხოლმე პრეზიდენტის სასახლის კულუარებიდან, საქმე რეფორმების მომხრეთა მისამართით გამოთქმულ პირდაპირ მუქარამდე მიდის.

აი, ასე გაიარა შემოწმება კანონმორჩილებაზე ყირგიზეთის მთავარმა „კანონდამცველმა“ ა. ატამბაევმა, რომლისგანაც მისი ხალხი დღემდე ვერ ეღირსა მონანიებას სამშობლოს გაღარიბების, ბავშვებისა და მოხუცების ჭარბი სიკვდიალიანობის გამო, რომელთა ბრალეულობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ, რომლებსაც თავს დაეცა თვითმფრინავი ა. ატამბაევის უკანონო მილიარდებითურთ.