რუსთავში მოკლული სტამბოლის ბაზრის მეწილე გენერალი და ნაციონალების ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძეა

რუსთავში მოკლული სტამბოლის ბაზრის მეწილე გენერალი და ნაციონალების ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძეარუსთავში მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძეა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილზე მყოფმა ბაზრობის თანამშრომლებმა განუცხადეს.
წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.
გარდაცვლილის ნაცნობები და ბაზრის ერთ-ერთი მეწილე უზი ნონი ამბობს, რომ სამსონ ქუთათელაძეს კონფლიქტი არავისთან ჰქონია და ვერსიებზე საუბარი უჭირს.
სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.