კატეგორია: აქტუალური

რატომ გააღიზიანა ნიკა გვარამია კელი დეგნანის განცხადებამ

ქვეყანაში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნის თანახმადაც მიმდინარეობს ჟურნალისტებზე ნადირობა, ბულინგი და დამცირება, ამერიკის ელჩის ამგვარი განცხადება შესაძლოა აღმოჩნდეს მედიაზე ძალადობის და მასზე ზეწოლის ახალი და კიდევ უფრო ძლიერი ტალღის ტრიგერი, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ელჩის განცხადება „ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების სტანდარტებს“. „როგორც რადიო თავისუფლება გვამცნობს, აშშ […]

“ოცნების” ლიდერები საჯარო მოხელეებს „ლაიქებს“ უთვლიან

უნდა აქონ კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი, უნდა აძაგონ სააკაშვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გადაიზიაროს განცხადებები, უკრაინის წინააღმდეგ –  “ქართული ოცნების” შიდა სამზარეულო პირდაპირ, “შაბათის გუნდის” ლანგარზე დევს – მმართველი პარტიიდან შიდა მიმოწერების ახალმა პაკეტმა გამოჟონა. გამომძიებელი ჟურნალისტების ხელშია კობახიძე-ღარიბაშვილის იდეოლოგების მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემული ბრძანებები. “შაბათის ეთერმა” მინიმუმ 50 ფიგურანტის მიმოწერა მოიპოვა, უკანონოდ გაცემული ბრძანებებით დგინდება, რომ მმართველი […]

სალომე ზურაბიშვილი – “საქართველო ტერიტორიების ომით დაბრუნებას არასდროს შეეცდება”

საქართველო ომით ტერიტორიების დაბრუნებას არც ცდილობს და არც ეცდება მომავალში, ეს ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ყველანი ვხედავთ, ომით მოპოვებული ტერიტორიები არაფრის მომტანია, არც განვითარების, არც თვითდამკვიდრების და არც იდენტობის დაცვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ერთიანობა ვერც დაძალებით, ვერც სხვისი დამონებით ვერ მოიპოვება. “ერთი რამ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გამოცდილებიდან: ჩვენ გვასუსტებს მხოლოდ შიდა […]

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ბორის ჯონსონის ვიზიტი კიევში დაიწყო პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირისპირ შეხვედრით. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი  ავითარებს გეგმას უკრაინის ჯავშანტექნიკის გაგზავნის შესახებ. გარდა ამისა, The Times-ის წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბრიტანელი ჯარები გაიგზავნება უკრაინის მეზობელ ქვეყანაში წვრთნებისთვის.

სალომე ზურაბიშვილი – “რუსეთის სისასტიკე ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი. დიდება უკრაინას!”

კულება და დარჩიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველო-უკრაინის სკანდალის ფონზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ერთმანეთს პირველად  შეხვდა. ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება ერთად ესწრებიან ნატოს მინისტერიალს. კადრებში ჩანს, რომ ისინი შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს ესაუბრებიან. შეხვედრა იმ იმ ფონზე მოხდა, როდესაც, თბილისმა კიევს დიპლომატიური  ომი გამოუცხადა. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებს არ ეხმარება. […]

ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასი გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. “მინდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი. ილიას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება […]

ზაალ უდუმაშვილი ნაცმოძრაობიდან მიდის?

რამდენიმე თვეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ქვეყანაში მიმდინარე არც ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, არც მედიასთან გამოჩენილა. უდუმაშვილი პოლიტიკისგან მას შემდეგ დისტანცირდა, რაც პარტიის გადაწყვეტილებით, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. უკავშირდება თუ არა უდუმაშვილის პასიურობა პარტიის მიმართ მის განაწყენებას და ხომ არ აპირებს ის „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას, ამ კითხვებზე […]

შამბა – “აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება”

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. – აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ.  ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ […]

ნიკა გვარამია უკრაინის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ – “მის მოწოდებას ვერაფერი ამართლებს”

“მთავარი არხის” ხელმძღვანელი ნიკა გვარამია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის ქართველებისადმი მოწოდებას სოციალურ ქსელში პასუხობს და წერს, რომ უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა 2008 წელს დაღუპული ქართველების ძვლებზე დგას, რადგან ყველა შეთანხმდა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრა გაკვეთილი იყო ცივილიზებული სამყაროსთვის: “დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც […]