შამბა – “აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება”

შამბა - "აფხაზეთის რუსეთში შესვლა არც განიხილება"ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა.

– აფხაზეთს არ აქვს შეკითხვა რუსეთთან შეერთების საკითხზე. ჩვენ პატივს ვცემთ სამხრეთ ოსეთის არჩევანს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მოცემულობა. ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხს დააყენებენ.  ჩვენი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა საკანონმდებლო გზით,  – განაცხადა შამბამ.
უარის შემდეგ, კრემლმა ახალი გეგმა აამოქმედა და საინფორმაციო პროპაგანდა გააძლიერა. კრემლის მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სოხუმში საგანგებო მისიით ჩავიდა.

სიმონიანი შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებს. მათ საგანგებოდ გახსნეს ე.წ. საგანგებო დანაყოფი, პრესცენტრი.

ტვ პირველი