კატეგორია: აქტუალური

 კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

 კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

“ნაციონალური მოძრაობა” საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.ხაბეიშვილის თქმით, პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა. – ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და […]

ბიტკოინის ფასი 15.000 დოლარს გადასცდა

ბიტკოინის ფასი იზრდება

ბიტკოინი ისტორიულ მაჩვენებელს ისევ აუმჯობესებს და დღეს 1 ბიტკოინის ღირებულება 15,488.20 დოლარია, ლარებში კი 1 ბიტკოინი 41.799.46 ლარი ღირს. ამის შესახებ coinmarketcap-ი იუწყება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 2000 დოლარზე მეტით გაიზარდა. იმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა

კვირიკაშვილმა ”ოცნების” დეპუტატი შალელაშვილი გააკრიტიკა – ”ასეთ თემაზე საჯარო მიმართვა მიუღებელია”

პრემიერი კვირიკაშვილი 60-ზე მეტი კომპანიას ფლობს? - რას წერს „ქრონიკა პლუსი"

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს. – უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის […]

საიას ახალ თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს

საიას ახალ თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს, რომლის საფუძველზეც ანა ნაცვლიშვილს სულხან სალაძე შეცლის. საიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სულხან სალაძე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან,  2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2011 წელს იყო საიას  პროექტ: – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი. 2010-2011 წლებში გაიარა ტრენერთა ტრენინგი […]

ბიტკოინის კურსმა 12.000 დოლარს გადააჭარბა

ჩინეთის ბირჟებზე ბიტკოინით ვაჭრობა სრულად აიკრძალა

ბიტკოინმა მორიგი რეკორდი დაამყარა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეს 12.000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Coinmarketcap-ი იუწყება. ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა 12.032 დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი 12 000-ზე დაბლა ჩამოვიდა. მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

მიხეილ სააკაშვილი: „ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე – მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად“

მიხეილ სააკაშვილი: „ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე - მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად“

ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ მიემართება. სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. – მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან – ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და […]

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ბევრი ვართ

მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ბევრი ვართ

– ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, როგორც მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის მომხრეებმა გაათავისუფლეს და მას საშუალება მიეცა თავისი გულშემატკივრებისთვის მიემართა. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, რომ „ისინი ძლიერები არიან, რადგან ძალიან ბევრნი არიან“. მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ დაიძრა. ისინი სკანდირებენ […]

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. პოლიციას ჩაბარდა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. პოლიციას ჩაბარდა

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი გ.ჯ, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადდა. ის ადვოკატთან ერთად მივიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განუცხადა, ოჯახმა ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გ.ჯ. საგამოძიებო ორგანოში წარედგინათ, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაეხმაროს საგამოძიებო ორგანოებს ნათელი მოეფინოს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. გ.ჯ.-ს დღეს აღკვეთის ღონისძიების […]

ლევან დავითაშვილი – “სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები აუცილებლად გაერთიანდება”

ლევან დავითაშვილი - "სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები აუცილებლად გაერთიანდება"

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საფუძველს მოკლებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები შესაძლოა აღარ გაერთიანდეს. ასე უპასუხა დავითაშვილმა კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ აღნიშნული უწყებები აღარ გაერთიანდეს. – ეს გადაჭარბებულია. უმრავლესობაში მიდიოდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ შევაჯერებთ პოზიციებს, თუმცა ასეთი ინფორმაცია მართლაც მოკლებულია საფუძველს, რომ […]

ნინო ლომჯარიას მთელი ქონება მისი მეუღლის, შალვა ნეფარიძის, სახელზეა

ნინო ლომჯარია - ”დავიცავ ჩემ მიმართ რადიკალურად განწყობილ ადამიანთა უფლებებსაც”

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია დაამტკიცა. იქამდე ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მთავარი აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი გახდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ლომჯარია თანამდებობიდან გათავისუფლდა. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებით მოდის სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია. ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2017 წლის 3 იანვარს აქვს შევსებული. დეკლარაციის მიხედვით, ლომჯარია არ […]