ახალ წელს მოსახლეობა გაზრდილი კომუნალური გადასახადით შეხვდება. დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებაზე უკვე მთავრობაშიც ალაპარაკდნენ. ენერგეტიკის სამინისტრომ ტარიფის ზრდა, ფაქტობრივად, დაადასტურა. ელექტროენერგია, სავარაუდოდ, 1-2 თეთრის ფარგლებში გაძვირდება. ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ ასეთი სატარიფო სხვაობა მძიმე ტვირთი იქნება ხალხისთვის, რასაც არ დაუშვებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ ტარიფი 0,5-1 თეთრის ფარგლებში შეიცვლება. ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია ტარიფთან დაკავშირებით გუშინ გახდა ცნობილი. […]
კატეგორია: აქტუალური
სალარო აპარატების გამოყენება გადავადდება
“საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებები შედის, რაც კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის პრინციპების შეცვლას და რიგი პრეფერენციების დაწესებას მოიცავს. ცვლილებები ხორციელდება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში. წარმოდგენილი კანონპროექტით, ფიზიკური და არარეზიდენტი პირები თავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით და სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე. სასესხო ფასიან ქაღალდებზე პროცენტის სახით მიღებული შემოსავლის […]
გაერომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა
გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზეც აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს. ტრამპის გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს 14 წევრიდან არცერთი არ დაეთანხმა. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ს ვეტოს უფლება აქვს. გაეროს სხდომაზე რეზოლუცია ან ერთობლივი განცხადება არ მიუღიათ. გაეროში ეგვიპტის წარმომადგენელმა ამ გადაწყვეტილებას „საშიში პრეცედენტი“ უწოდა. გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის და იტალიის წარმომადგენლებმა ერთობლივი […]
კალაძეს პროკურატურაში უჩივიან
“ნაციონალური მოძრაობა” საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.ხაბეიშვილის თქმით, პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა. – ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და […]
ბიტკოინის ფასი 15.000 დოლარს გადასცდა
ბიტკოინი ისტორიულ მაჩვენებელს ისევ აუმჯობესებს და დღეს 1 ბიტკოინის ღირებულება 15,488.20 დოლარია, ლარებში კი 1 ბიტკოინი 41.799.46 ლარი ღირს. ამის შესახებ coinmarketcap-ი იუწყება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 2000 დოლარზე მეტით გაიზარდა. იმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა
კვირიკაშვილმა ”ოცნების” დეპუტატი შალელაშვილი გააკრიტიკა – ”ასეთ თემაზე საჯარო მიმართვა მიუღებელია”
უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს. – უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის […]
საიას ახალ თავმჯდომარედ სულხან სალაძე აირჩიეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. ორგანიზაციაში გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღეს, რომლის საფუძველზეც ანა ნაცვლიშვილს სულხან სალაძე შეცლის. საიას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, სულხან სალაძე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან, 2012 წლიდან დღემდე დასაქმებულია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. 2011 წელს იყო საიას პროექტ: – “გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობის ხელშეწყობა საქართველოში” იურისტი. 2010-2011 წლებში გაიარა ტრენერთა ტრენინგი […]
ბიტკოინის კურსმა 12.000 დოლარს გადააჭარბა
ბიტკოინმა მორიგი რეკორდი დაამყარა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეს 12.000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Coinmarketcap-ი იუწყება. ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა 12.032 დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი 12 000-ზე დაბლა ჩამოვიდა. მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.
მიხეილ სააკაშვილი: „ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე – მე ვარ გამარჯვებული ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად“
ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ მიემართება. სააკაშვილმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. – მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას, ნიკუშას, რომ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენ ამათ ყოფას ვუტირებთ ადრე თუ გვიან – ყველა ოლიგარქს, ყველა ხალხის მძარცველსა და […]
მიხეილ სააკაშვილი: ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ბევრი ვართ
– ხელისუფლებას სურდა, პუტინის დავალებით, უკრაინიდან გავეძევებინე, როგორც მთავარი მებრძოლი კორუფციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ის მომხრეებმა გაათავისუფლეს და მას საშუალება მიეცა თავისი გულშემატკივრებისთვის მიემართა. მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს მიმართა, რომ „ისინი ძლიერები არიან, რადგან ძალიან ბევრნი არიან“. მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად რადას შენობისკენ დაიძრა. ისინი სკანდირებენ […]










