თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის მიზეზით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მიერ სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერებას ეხება. საკითხის შესწავლისთვის საჭირო […]
კატეგორია: აქტუალური
რევაზ არველაძე მთავრობის წინააღმდეგ – ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არ შეიძლება!
პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონის განხილვა მიმდინარეობს. კანონის განხილვამდე კულუარულად ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უმრავლესობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვნება არ იყო და ამას აუცილებლად მოყვებოდა დაპირისპირება. ერთ-ერთი პირველი, ვინც მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდა, უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძეა, რომელიც აცხადებს, რომ სტრუქტურული რეფორმის შედეგად ენერგეტიკაში მუშაობის ხარისხი გაუარესდება. რევაზ არველაძე “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს .– ბატონო რევაზ, […]
„ჩემი კალენდარი“ _ პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია ქალებისათვის
უკვე ერთი წელია, ქართულენოვანი მოსახლეობისათვის მობილური აპლიკაცია „ჩემი კალენდარი“ ქართულ ენაზე არსებობს, რაც ქალებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ ორსულობა, თავიდან აიცილონ არასასურველი ორსულობა და მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. შვედური ორგანიზაცია RFSU-ის ფინანსური მხარდაჭერით, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა ,,თანადგომამ” ,,აიფონებისა’’ და ანდროიდებისათვის დაამზადა სატელეფონო აპლიკაცია _ „ჩემი კალენდარი“. აპლიკაცია შექმნილია წამყვანი ქართველი რეპროდუქტოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით და […]
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ. – საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში. აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას […]
ქობულეთში დაკავებულ თურქ ქალს კასრში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები უპოვეს
თბილისის საქალაქოს სასამართლომ 25 ნოემბერს ქობულეთში დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა, ის ბრალდებულია დიდი ოდენობით უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვაში. ”საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს” – განაცხადა სასამართლოს დარბაზში პროკურორმა, რომლის განმარტებით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს. სასამართლო […]
სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელი, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავებას შეძლებს. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს ცვლილება ერთ-ერთია 111 საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც სტუქტურული […]
სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია – სააპელაციო სასამართლო ადასტურებს
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა. სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ. ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის […]
ელენე ხოშტარია: „წულუკიანმა პასუხი უნდა გაგვცეს, როგორ მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება“
ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება – რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა. – ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერაციაში […]
მეუფე გრიგოლი: “ილია მეორე უნდა გადამდგარიყო…”
პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი “შაბათის კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნის შესახებ შესაძლოა, არალეგიტიმური იყო, რადგან მაშინ შიო მუჯირის გამწესების შემდეგ, თავად ილია მეორე უნდა გადამდგარიყო. მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ ილია მეორემ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ “საქმე გვაქვს სამართლებრივ […]
რატომ არ ჩაატარებინეს სპეცოპერაცია თავიდანვე ანტიტერორისტულს?
გახდება თუ არა საქართველო ტერორისტების სამიზნე, რა კითხვებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, რა კავშირშია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან რუსეთის ულტიმატუმი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – რამდენიმე თვის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ რუსეთმა საქართველოს ვაზიანის სამხედრო ბაზის გადაცემა მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადაბუგვით […]










