საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ. – საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ სთავაზობენ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში. აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას […]
კატეგორია: აქტუალური
ქობულეთში დაკავებულ თურქ ქალს კასრში იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები უპოვეს
თბილისის საქალაქოს სასამართლომ 25 ნოემბერს ქობულეთში დაკავებულ ქალს პატიმრობა შეუფარდა. როგორც ცნობილია, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა, ის ბრალდებულია დიდი ოდენობით უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვაში. ”საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის დასადგენად მიმდინარეობს” – განაცხადა სასამართლოს დარბაზში პროკურორმა, რომლის განმარტებით, გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის, რომელ ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს ურთიერთობა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს. სასამართლო […]
სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელი, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავებას შეძლებს. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ეს ცვლილება ერთ-ერთია 111 საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც სტუქტურული […]
სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია – სააპელაციო სასამართლო ადასტურებს
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, საედი დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა. სასამართლოში ასევე აცხადებენ, რომ პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ. ცნობისთვის, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის […]
ელენე ხოშტარია: „წულუკიანმა პასუხი უნდა გაგვცეს, როგორ მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება“
ძალიან მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორც მოხდა ახმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება – რა იყო ამის საფუძველი და იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა. – ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერაციაში […]
მეუფე გრიგოლი: “ილია მეორე უნდა გადამდგარიყო…”
პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნასთან დაკავშირებით დაპირისპირების მიზეზი გახდა. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი “შაბათის კურიერთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის ბრძანება მოსაყდრის დანიშვნის შესახებ შესაძლოა, არალეგიტიმური იყო, რადგან მაშინ შიო მუჯირის გამწესების შემდეგ, თავად ილია მეორე უნდა გადამდგარიყო. მეუფე გრიგოლი არ გამორიცხავს, რომ ილია მეორემ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. წმინდა სინოდის წევრი ამბობს, რომ “საქმე გვაქვს სამართლებრივ […]
რატომ არ ჩაატარებინეს სპეცოპერაცია თავიდანვე ანტიტერორისტულს?
გახდება თუ არა საქართველო ტერორისტების სამიზნე, რა კითხვებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ, რა კავშირშია ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან რუსეთის ულტიმატუმი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ესაუბრება. – რამდენიმე თვის წინ თქვენ “ახალ თაობასთან” საუბარში განაცხადეთ, რომ რუსეთმა საქართველოს ვაზიანის სამხედრო ბაზის გადაცემა მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას გადაბუგვით […]
ზურაბ პატარაძე: „სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები“
უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, სასტუმრო „ლეო გრანდის“ დააჯარიმების ფაქტს ადასტურებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ზურაბ პატარაძე ამბობს, რომ სასტუმრო შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ გააფრთხილეს შემდეგ კი დააჯარიმეს. მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველა კითხვაზე იქნება პასუხი და რეაგირება იქნება უმკაცრესი. – მეც მაქვს ინფორმაცია, რომ ეს კომპანია, სასტუმრო იყო დაჯარიმებული, იყო რიგი დარღვევები. დაჯარიმება და შემოწმება მოხდა […]
გამოძიება ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობს?
არაა გამორიცხული, რომ გამოძიება ტერაქტის ვერსიაზეც მუშაობდეს. – გამოძიება დაადგენს, შეფასდება, ყველა დეტალის, ნიუანსის სამართლებრივი შეფასება, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე. ეს განცხადება ცოტნე ანანიძემ მედიაში გასული ინფორმაციების პასუხად გააკეთა, რომლებიც ტერაქტის შესაძლებლობას ეხებოდა.
”ქართულმა ოცნებამ” სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია წარადგინა – ვინ ამბობს სწორს, ირაკლი კობახიძე თუ ზაზა გაბუნია
_ საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს. ამის შესახებ 24 ნოემბერს გვიან საღამოს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მის თქმით, შეხვედრაზე სულ 7 კანდიდატზე იყო საუბარი, თუმცა, კონკრეტული გვარები არ დაასახელა. _ მათ შორის განიხილებოდა ის კანდიდატები, რომლებიც შემოთავაზებული იყო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. საბოლოოდ […]










