კატეგორია: აქტუალური

გოგა ონიანს 5 წელი მიუსაჯეს – მოსამართლეს დარბაზმა განაჩენის ბოლომდე წაკითხვა არ აცალა

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ონიანის განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ ბოლომდე ვერ დაასრულა. დარბაზში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ თქვა, რომ ონიანი დამნაშავედ ცნეს. ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ […]

ნინო გვენეტაძე – “მე ვარ ძალადობის მსხვერპლი”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია. როგორც ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს წევრები ცდილობენ გააგრძელონ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა და საბჭოს თავმჯდომარეს მიაღებინონ მისი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. – საბჭოს მიერ დღეს ჩემდამი მიმდინარეობს განსაკუთრებული ზეწოლა ბატონი მდივნისა და წევრების წარმომადგენლობით. ბატონი მდივანი მე დღეს მაიძულებს, რომ მივცე თანხმობა […]

სანდრო ბრეგაძე: “ამერიკის პრეზიდენტი არ გვაფინანსებს, მაგრამ მის ადმინისტრაციასთან კავშირი გვაქვს”

“მინისტრის მოადგილეობიდან ჩემს გადაყენებას სოროსის მონა თინა ხიდაშელი ითხოვდა” ვინ ელოდა ზვიად სიჭინავას რუხის ხიდზე, რა კავშირი აქვთ ევროპულ ნეონაცისტებთან, რატომ შეუყვარდათ დონალდ ტრამპი და ვისგან იცავენ მას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება. – ქართული მარშის წევრები ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ პირდაპირ ეთერში მიგიპატიჟათ სოხუმის ასაღებად. ის […]

მამა გიორგი: „ციანიდის საქმე სწორედ მეუფე დიმიტრის ჩამოსაცილებლად გააკეთეს“

მამა გიორგი მამალაძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსა და სპეცსამსახურებში არსებობდა გავლენიანი პირების ჯგუფი, რომლებსაც მეუფე დიმიტრის ჩამოშორება სურდათ. მამა გიორგი მამალაძე თავს იკავებს საპატრიარქოს მხრიდან კონკრეტული პირების დასახელებისგან. თუმცა, მან აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, ითხოვდა მეუფე დიმიტრის დასახელებას. დეკანოზის თქმით, მეუფე დიმიტრის დისკრედიტაციას ცდილობდნენ და ვარაუდობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმე სწორედ მეუფის […]

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდა“

 რა ძალები გააქტიურდებიან ციხიდან მერაბიშვილის გამოსვლის შემთხვევაში, რატომ წავიდა პოლიტიკიდან ივანიშვილი, რა შანსი გაუშვა ხელიდან ოპოზიციამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – აქტიურად დგას დღის წესრიგში სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საკითხი. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა, შესაძლოა, საპყრობილე ვადაზე ადრე დატოვოს. თქვენი აზრით, ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაღაცა […]

გია ხუხაშვილი: “ეს ზამთარი წინაზე მძიმე იქნება”

ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს. – ბატონო გია, უმაღლესი თანამდებობის პირებისგან გვესმის შეფასებები, რომ ბიზნესი ყვავის ჩვენს ქვეყანაში, რომ გადავინაცვლეთ წამყვან პოზიციებზე და ასე შემდეგ. როგორია თქვენი შეფასებები? – მე არც ზედმეტად ოპტიმისტი ვიქნებოდი და არც ზედმეტად პესიმისტი. დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა მიმართულებით და მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით […]

ეროვნული ბანკი – ”ლარის გაუფასურება დროებითია”

ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “როგორც არაერთხელ აღინიშნა, არსებული ინფორმაციის მიხედვით, კურსზე მოქმედი საშუალო და გრძელვადიანი ფაქტორები პოზიტიურია. მიმდინარე წელს სავალუტო შემოსავლები უმჯობესდება და ეს ტენდენცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. სექტემბრის მონაცემებით საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლის განმავლობაში თითქმის 30%-ით, ხოლო ფულადი გზავნილები 20%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში […]

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია – მას აღმოაჩნდა უკრაინის 2, ლატვიის 1 და ბელიზის 1 ყალბი პასპორტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა. „საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის […]

ქვეშის სკოლაში ჭერი ჩამოინგრა – დამლაგებელი სიკვდილს ძლივს გადაურჩა

ერთი კვირაა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლა დაიკეტა. სიძველის გამო, სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია და სახურავიდან წყალი ჩადის. ქარსა და წვიმას, ბოლო დღეებში, მესამე სართულის ჭერმა ვეღარ გაუძლო. ადგილობრივი მკვიდრი, შალვა უკანწყაროელი ამბობს, რომ ნაშალ მასალას ლამის დამლაგებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. – რამდენი წელია გავიძახით, რომ სკოლა ინგრევა, ინგრევა. სანამ არ ჩამოინგრა ჭერი, არავინ მიაქცია ყურადღება. […]

მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში, დააკავეს

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავებულია. ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. ეს ინფორმაცია “ქრონიკას“ უკრაინელმა ძალოვნებმა უკვე ოფიციალურად დაუდასტურეს. ინტერპოლის მიერ ძებნილ მეგის ქარდავას, სავარაუდოდ ქართულ მხარეს გადმოსცემენ, რადგან სწორედ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით იძებნებოდა ის წითელი ცირკულარით. ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების […]