დღეიდან თბილისში, გორში, ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში ჭკვიანი კამერები ამოქმედდება. საქართველოს ხუთ ქალაქში უკონტაქტო პატრულირების ელექტრონული სისტემის დამონტაჟება უკვე დასრულდა. სულ 3000 კამერა დამონტაჟდა. შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა და ღერძულა ხაზის გადაკვეთა პირდაპირ ურჩი მძღოლების დაჯარიმებით დასრულდება. ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება მათ ტელეფონზე მიუვათ. გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა რეგისტრაციის მისამართზე 2 ჯერ […]
კატეგორია: აქტუალური
ლაშა პაპაშვილი – “ლარის გაუფასურება შოკია ქვეყნისთვის, რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი?!”
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ლარის ბოლოდროინელ ნახტომისებურად გაუფასურებას “საქმის კურსთან” ეხმაურება. ბიზნესმენი პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებს და აცხადებს, რომ ის, რაც ეროვნულ ვალუტას სჭირს, სებ-ის არასწორი მუშაობის შედეგია. – ძალიან ცუდ მოლოდინებს აჩენს. შოკია პირდაპირ ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ ვიცი რატომ უშვებს ამას ეროვნული ბანკი. ყველა საშუალება აქვს, რომ ასეთი ფლუქტუაციები არ იყოს. ფუნდამენტური ფაქტორები რომ […]
გია ხუხაშვილი: „იწყება ისეთი პანიკა, რომლის შეჩერება ეროვნული ბანკის ინტერვენციით იქნება შეუძლებელი“
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას რამდენიმე მიზეზით ხსნის ექსპერტი გია ხუხაშვილი. მათ შორისაა ზაფხულის ტურისტული სეზონისა და არჩევნების დასრულება. “პირველ რადიოსთან” საუბარში ხუხაშვილი ამბობს, რომ მთავარია მდგომარეობა იმ კრიტიკულ ზღვრამდე არ მივიდეს, როდესაც ჩნდება სუბიექტური ფაქტორები ჩნდება. ისეთი, როგორიც არის ლარის “ისტერიული” გადახურდავება. ხუხაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში დაიწყება პანიკა, რომლის შეჩერება შეუძლებელი იქნება: – ყველა მიზეზის კონცენტრირება […]
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს. ხუთი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე – იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.
შსს პროკურატურის წინააღმდეგ – ხუციშვილი: “ტყუილია, რომ პავლიაშვილის ინციდენტის ჩანაწერები არ არსებობს”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ჟურნალისტებთან საუბარში რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე მომდარ ინციდენტს გამოეხმაურა. – არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს. რატომ არ ასახავს ჩანაწერი, უშუალოდ დაკავების პროცესს, ამაზე უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე სამართალდამცველების […]
დავით საგანელიძე – “ქუცნაშვილი ცხვირს წაიმტვრევს”
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის დავით საგანელიძის განცხადებით, ზაქარია ქუცნაშვილს სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს. აღნიშნული განცხადებით „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისა და თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში დაპირისპირებას გამოეხმაურა. საგანელიძემ ქუცნაშვილი გუნდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო გააკრიტიკა. – მეტი თავშეკავება და გუნდურობა მართებს. გუნდთან შეთანხმება და […]
ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი სასამართლომ გაათავისუფლა – რა მოხდა 300 არაგველის მეტროსთან
თბილისში, 300 არაგველის მეტროსთან გუშინ საღამოს დაკავებული მამა-შვილი ვაჟა და ვანო ხაჩიაშვილები, ასევე მათი ახლობელი თორნიკე ქალდანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლა. მოსამართლემ სამივე პირს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა დაკავებულების მშობლებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებდნენ და პოლიციელთა მიმართ საჩივრის შეტანა გადაიფიქრეს. მამა-შვილი ხაჩიაშვილები და თორნიკე ქალდანი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. […]
ბიძინა ივანიშვილის ჩასანაცვლებლად რუსეთი დავით იაკობაშვილს ამზადებს?
მოსამართლე შოთა გეწაძემ თამაზ მეჭიაური თიანეთის მერად დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თიანეთის მერის არჩევნებთან დაკავშირებით მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაურის გამარჯვებულად გამოცხადების გადაწყვეტილება, რომელიც 4-მა სუბიექტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე შოთა გეწაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მეჭიაურის გამარჯვების გადაწყვეტილებას თიანეთის მე-19 ოლქი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო […]
მადრიდი თბილისს მხარს უჭერს – ესპანეთი „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოში წარმომადგენლობის ქონის უფლება. „ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს“ მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი“ არ არის აღიარებული […]










