კახა კალაძე თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარებას გეგმავს. მისივე თქმით, მოხდება რეორგანიზაცია იმ საქალაქო სამსახურების, რომელთა უფლებამოსილებებიც ერთმანეთში იკვეთება. – არიან ადამიანები, ვინც პროფესიონალები და კომპეტენტურები არიან. ვიმოქმედებთ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ღიად. არავის ვებრძვი. ჩატარდება ატესტაციები, ასევე, იქნება გარკვეული სამსახურების ცვლილებები. ბევრი სამსახური თავის უფლებამოსილებას ერთმანეთში კვეთენ. ჩვენთვის მთავარია პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა და პატიოსნება. საზოგადოებამ მე მომანიჭა […]
კატეგორია: აქტუალური
პოლიციელის ტყვიამ 19 წლის პოლიციელი იმსხვერპლა – რა მოხდა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან
“ნიუპოსტისთვის” აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავასთან მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. “ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპონდენტის ცნობით, ოკუპაციის ხაზთან სავარაუდოდ ერთ-ერთ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ 19 წლამდე მამაკაცს მოხვდა. პოლიციელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მედიკოსების თქმით, პაციენტს სასიცოცხლო ნიშნები უკვე აღარ ენიშნებოდა. ოკუპაციის ხაზთან არსებულ საგუშაგოზე სამართალდამცავები […]
მარგველაშვილი – ”ეს კონსტიტუცია ”ქართული ოცნების” მიერაა დაწერილი, ჩვენ ვერ მივიღეთ უკეთესი კანონი”
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით ქვეყანამ ნაბიჯი წინ ვერ გადადგა. როგორც პრეზიდენტმა “მთავარში” სტუმრობისას აღნიშნა, მოქმედი ხელისუფლება წინამორბედის მსგავსად, ძალის დემონსტრირებით მიიღო სასურველი კანონპორროექტი. ქვეყნის პირველმა პირმა ქვეყნის მთავარ დოკუმენტს “ქართული ოცნების” მიერ და წერილი და მიღებული უწოდა თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ყველას ვალდებულებაა უკვე მიღებულ კანონპროექტს პატივი სცეს. – ეს კონსტიტუცია […]
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა
მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა. მეჭიაური გადაწყვეტილებით კმაყოფილია. მისი თქმით, 21 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები მე-20 უბანზე არ გაყალბებულა, გაყალბდა მხოლოდ საოლქოში, სადაც ბათილი ბიულეტინები ვარგის ბიულეტინებად ცნეს და 4 ხმა მეჭიაურის კონკურენტს ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნეს.
კახა კალაძე: “აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები“
მმართველი გუნდის დედაქალაქის მერობის არჩეული კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში რეფორმები და ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება. მისი თქმით, ცვლილებები პროფესიონალიზმს, კომპეტენციასა და პატიოსნებას დაეფუძნება: – აუცილებლად იქნება თბილისის მერიაში ცვლილებები, აუცილებლად იქნება რეფორმები. ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. ამ რეფორმებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილება მოგვენიჭება, – განაცხადა კალაძემ.
გია ხუხაშვილი: „ვერც ალეკო ელისაშვილში და ვერც პრეზიდენტში სისტემური პოლიტიკოსი ვერ დავინახე“
ალეკო ელისაშვილს, როგორც სისტემურ პოლიტიკოსს სკეპტიკურად ვუყურებ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ პარტიის შესაძლო შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა. – მისი არჩევანის ლოგიკა მესმის, თუმცა სკეპტიკურად ვუყურებ როგორც სისტემურ პოლიტიკოსს. პარტიული მშენებლობა და გრძელვადიანი პოლიტიკური პროცესი, ეს ძალიან ბევრ ისეთ თემასთან და თვისებებთან არის დაკავშირებული, რაც ელისაშვილს ამ ეტაპზე არ აქვს. […]
რამაზ საყვარელიძე: “ელისაშვილმა აჩვენა, რომ პარტიების დრო წავიდა”
პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკური პარტიების მიერ დადებულ შედეგებზე საუბრობს. – ბატონო რამაზ, თქვენ ამბობთ, რომ პარტია, რომელსაც არასდროს არ გაუმარჯვია, დროა სახლში წავიდეს. თბილისში უპარტიო კანდიდატის, ელისაშვილის მიერ დადებულმა შედეგმა მართლაც ხომ არ დააყენა ასე საკითხი, რომ დრომოჭმული პარტიების დრო დასრულდა? – არის ეს განწყობა ანალიტიკოსებში და არის […]
კომერციულმა ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს
9 თვეში კომერციულმა ბანკებმა 631 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მოქმედი ბანკების შემოსავლები 3,1 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო ხარჯები 2,4 მლრდ-ს. საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.0 […]
ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე – კახა კალაძის სავარაუდო მოადგილეები
მედიაში უკვე სახელდება კონკრეტული გვარები, რომლებიც დედაქალაქის მერიაში კახი კალაძის მოადგილეების პოსტს დაიკავებენ. თბილისის ახლადარჩეული მერის მოადგილეები, სავარაუდოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების ყოფილი მოადგილეები ირაკლი ხმალაძე და მაია ბითაძე იქნებიან. მაია ბითაძე და ირაკლი ხმალაძე კახა კალაძის საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ. სწორედ მათ მოამზადეს თბილისის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული და ეკოლოგიური მიმართულების […]
კახა კალაძე: “როდესაც არჩევნები დასრულებულად გამოცხადდება, მე წარმოვადგენ ჩემს გუნდს”
კახა კალაძის თქით ის საკუთარ გუნდს მას შემდეგ წარადგენს, როდესაც კანონის შესაბამისად საქმიანობის დაწყების უფლება მიეცემა. თვითმმართველობის არჩევნებში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით სწორედ ეს გუნდი უზრუნველყოფს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც კახა კალაძეს წინასაარჩევნოდ ქონდა წარდგენილი: – უნდა დასრულდეს არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში ტარდება მეორე ტური […]










