„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და კომისიის 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ თანახმად, მობილური სატელეფონო მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთან წერილობითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება მობილურ ოპერატორს ეკისრება. ამავე რეგულაციების თანახმად, მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორის შემოწმების ვალდებულებაც ოპერატორს […]
კატეგორია: აქტუალური
თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს
თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ხელფასი თვეში 2950 ლარია, სხვა მოადგილეებისა […]
დეპუტატ იოსებ მაკრახიძის მეუღლის ფირმას წყალტუბოში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა
წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 4.453 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა შპს „შარას“ საკუთრებაში 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას reginfo.ge ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ,,შარას” მიწის ნაკვეთი მთავრობის განკარგულების საფუძველზე გადაეცა, სადაც 2 წლის ვადაში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო უნდა შეიქმნას. კომპანიისთვის მიწის ნაკვეთისა და 1.210 კვ.მ განაშენიანების შვიდი შენობა-ნაგებობის პირდაპირი […]
აკაკი ზოიძე – პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე გაიზრდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმა არსებული პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად ითვალისწინებს. ასე უპასუხა ზოიძემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობამ პენსიების მატებაც დაგეგმოს. – ჩვენ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიის ზრდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოხდებოდა. მე ვიცი და მთავრობას […]
„დატოვოს ივანიშვილმა მიწის ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაში და ისე გააკეთოს ავტოსადგომი. ვინმე უშლის?!“
საკრებულოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე „ახალი თაობის“ კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს რადიკალები და პროვოკატორები უწოდა. მისივე განცხადებით, პოლიციაც და საკრებულოს თავმჯდომარეც სრული კანონის დაცვით მოქმედებდნენ. რამდენად იყო ასე და რომელი მხარის მიერ დაირღვა კანონი? – ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეს ყველაფერი კანონის დაცვით იყო გაკეთებული, […]
ზაზა ხატიაშვილი: “დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ”
ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შესაძლო მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ხატიაშვილი პროკურატურის მხრიდან სამარცხვინო ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი ადვოკატების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების ჩატარებას ცდილობენ. – თუ ადვოკატთა კორპუსმა დავუშვით, რომ […]
პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი
საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს. – სულ შეწყალებულია 226 მსჯავრდებული. მათგან 141 დღესვე დატოვებს საპატიმროს. ხოლო 85 მსჯავრდებულს შეუმცირდა სასჯელი. შეწყალების კომისიამ სულ 1 604 პორის საქმე განიხილა. შეწყალების აქტი 13 მსჯავრდებულ ქალბატონს და 2 არასრულწლოვან მსჯავრდებულს […]
მარგველაშვილი – რუსულ პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ
რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოიების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება, რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. – რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ […]
სინოდის სხდომაზე მეუფე იაკობი და მეუფე პეტრე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
“პირველი რადიოსთვის” ცნობილი ხდება, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ქორეპისკოპოსსა და ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელს, მეუფე იაკობსა და ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს შორის მწვავე კამათი გაიმართა. ამ ინფორმაციის თანახმად, პატრიარქიის ქორეპისკოპოსი და მისი ე.წ. დაჯგუფება წმინდა სინოდზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტის დასჯას ითხოვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დასჯის ერთ ერთ ვარიანტად მეუფე პეტრესთვის ახალი, მკაცრი გაფრთხილების მიცემა იგულისხმებოდა. მეორე ვარიანტად […]
მეუფე პეტრე: “დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა”
დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე. – სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი, – განაცხადა მეუფე პეტრემ.










