აკაკი ზოიძე – პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე გაიზრდება

აკაკი ზოიძე - პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე გაიზრდება
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმა არსებული პენსიონერებისთვის პენსიის ზრდას ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების შესაბამისად ითვალისწინებს. ასე უპასუხა ზოიძემ საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას, რომ 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობამ პენსიების მატებაც დაგეგმოს.
– ჩვენ მოქალაქეებს წინასაარჩევნო პროგრამაში შევპირდით, რომ პენსიის ზრდა ეკონომიკური ზრდის პარალელურად მოხდებოდა. მე ვიცი და მთავრობას აქვს ვალდებულება, რომ შემოიტანონ საპენსიო რეფორმის პროექტი, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად პირველ რიგში, გათვალისწინებული იქნება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც, დღევანდელ პენსიონერებს და არა მომავალ პენსიონერებს, პენსია ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ზრდის კვალობაზე მოემატებათ. ეს მექანიზმი ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდება და მხოლოდ არჩევნებამდე რომ ახსენდებათ ჩვენს ოპონენტებს პენსიონერები, ამ შემთხვევაში, არჩევნები იქნება, თუ – არა, პენსიონერს წინასწარ ეცოდინება ყველაფერი, – განაცხადა ზოიძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში წლის ბოლომდე იქნება წარდგენილი.

ბიზნესმედია