კატეგორია: აქტუალური

ხვალ 4 საათზე ჩემთან გელოდებით – მარგველაშვილი ”ოცნებას” და პარტიებს პრეზიდენტის სასახლეში იწვევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და ყველა პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო პროცესში, კონსულტაციებს სთავაზობს. ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. – მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია. ამ […]

„ოხანაშვილი იმუქრებოდა ,,პატრიარქს დედას ვუტირებო”…სინოდის წევრებზე ამბობდა,სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო“

  – სოსო ოხანაშვილი ქვეყნის და პატრიარქის მოღალატეა და იქ უნდა ეგდოს, სადაც გდია, – ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე. როგორც მამალაძემ გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა, ოხანაშვილი იმუქრებოდა, რომ პატრიარქს ,,დედას უტირებდა“ და იაკობისა და შორენას თავებს აივანზე შეუყრიდა. – ნახევარ სინოდზე ამბობდა, ეგენი სანტა კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო…მძიმე სიტყვებით აქვს ნათქვამი პატრიარქზე […]

“ეს დოკუმენტი არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალ კონსტიტუციაზე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა. ანა დოლიძის თქმით, საქართველომ თანხმობის დოკუმენტის შექმნის ისტორიული შანსი გაუშვა ხელიდან. – სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წეს-წყობილებისკენ, […]

პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა – 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ

პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს. 114 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ასეთი შედეგით მიიღეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ […]

გიორგი გახარია – “რუსეთთან ბიზნესინტერესები არ მაკავშირებს”

– უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „ანალიტიკაში“ განაცხადა. გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, აქვს თუ არა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბიზნესკავშირები რუსეთთან და არის თუ არა იგი ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი, რადგან, […]

„სპეცსამსახურის საიდუმლო აგენტი, ალეკო სამუშია, სამაგალითოდ დასაჯეს“

– სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტი, ალეკო სამუშია სამაგალითოდ დასაჯეს. “შაბათის კურიერში” გასული სკანდალური ინტერვიუს შემდეგ ალეკო სამუშიას გვიან ღამით ციხე შეუცვალეს, – ინფორმაციას ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ავრცელებს. მისი მტკიცებით, სამუშია გლდანის, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კორპუსიდან, რუსთავის ციხეში სამარტოო საკანში გადაიყვანეს. – დამიკავშირდა ალექსანდრე სამუშიას თანამესაკნე, რომელმაც მითხრა, რომ გუშინ გვიან ღამით მასთან შემოვიდა […]

ქობულეთში მეწყერის ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა, რომელშიც ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა

ქობულეთში, ძლიერი წვიმის შედეგად ღამის განმავლობაში სხვადასხვა სოფელში საცხოვრებელ სახლებთან მეწყერი ჩამოწვა. მოგლეჯილია ხეები. სტიქიის დროს ჩამოწოლილ მიწის მასაში მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილში მსხდომი ოთხივე მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო. რთული ვითარება შეიქმნა სოფელ ქობულეთში, სადაც ერთ-ერთი ოჯახის ევაკუირება გახდა საჭირო. მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან […]

დავით მათიკაშვილი – ”დავით უსუფაშვილმა ბიუჯეტიდან 400.000 ლარი გაფლანგა”

– ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნის ფონზე ვერ მივიღებთ კრიტიკას პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ასე პასუხობს უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ”შენების” მოძრაობის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებას. – ვენეციის კომისიის ცალსახად პოზიტიური დასკვნის ფონზე ნამდვილად ვერ მივიღებთ კრიტიკას იმ პოლიტიკოსისგან, რომელმაც 400 ათას ლარამდე ბიუჯეტის ფული გაფლანგა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში […]

მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს მიმართავს – „კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“ და ბოდიში მოიხადე!“

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოი უჩივლებს. საუბარია მეუფე იაკობის განცხადებაზე, სადაც იგი მიხეილ რამიშსვილს მეუფე პეტრეს „მაბეზღარას“ უწოდებს. ტელეკომპანია „იბერაიას“ ეთერშსი საუბრისას, ადვოკატმა განაცხადა, რომ მეუფემ ამ განცხადებით მისი პირადი ღირსება შეურაცხყო: – კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“ არჩილ გამზარდიას გადაცემაში, სადაც  ბრძანდებოდი და ბოდიში მოიხადე იმ ცილისწამებისთვის,რომელიც გააჟღერე ჩემი მისამართით […]

ირაკლი სესიაშვილმა თბილისში მიწის ნაკვეთი თვითნებურად მიისაკუთრა

 პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა, რის შედეგადაც საბურთალოზე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30.694 ლარად იყიდა. აქედან ერთი ნაკვეთი მას თვითნებურად ჰქონდა დაკავებული. 2016 წლის 11 მარტს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე, სარეკრეაციო ზონაში არსებული 326 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების […]