გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგიერთ რეგიონში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 23 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა 23-28 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურა 28-33 გრადუსს მიაღწევს. თბილისში 23 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა […]
კატეგორია: აქტუალური
„სააკაშვილი თუ ნორმალურია, ციხეში უნდა იჯდეს, თუ შეშლილია _ ფსიქიატრიულში“
მიმდინარე მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატ ანზორ აბრალავას – ბოლო დღეებში აქამდე მშვიდად მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის რადიკალიზაცია ხდება. `ქართუ ბანკთან~ ნაციონალები მივიდნენ, პატრიოტთა ალიანსმა კი წამოიწყო საპროტესტო გამოსვლების სერია შიმშილობის თანხლებით. რაზე მიანიშნებს ეს პროცესები? – საქართველოში დემოკრატიაა, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ მოქმედებების და გამოხატვის თავისუფლება. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. პოლიტიკური ძალები ამით სარგებლობენ და […]
ლევან ხაბეიშვილი: “ქართუ” ივანიშვილის ფულის სარეცხი მანქანაა”
რატომ გაახსენდათ ნაციონალებს არჩევნების წინ “ქართუ”, როგორ თეთრდება ამ ბანკში ფული, ვის ხარჯზე აფინანსებს ივანიშვილი ინტელიგენციის ნაწილს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება. – 19 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობის წევრები მიუვარდით “ქართუ ბანკს” და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეთ. მაინცდამაინც არჩევნების წინ რატომ შეგაწუხათ ფულის გათეთრების ამბავმა? – ჩვენი ბოლო კვლევა ეხებოდა […]
ვინ არის კრემლის საიდუმლო ფავორიტი, რომელსაც მოსკოვი განსაკუთრებული შემთხვევისთვის ინახავს
ვინ და რატომ აშანტაჟებს “ქართულ ოცნებას”, რა გეგმას ამზადებს რუსეთი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – რამდენიმე თვის წინ თქვენ ჩვენთან ინტერვიუში თქვით, რომ შემოდგომაზე რუსეთი საქართველოში რამდენიმე ძალას გაააქტიურებდა. ერთმა პარტიამ უკვე დაიწყო შიმშილობის აქცია. იგივეს გაკეთებას აპირებს ქართული მარში. არის თუ არა ეს ის, რაზეც თქვენ საუბრობდით? […]
ლვოვში სააკაშვილის სასამართლო გადაიდო
ლვოვის ოლქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ მესაზღვრეებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა, მათ მტკიცებულებების წარსადგენად დრო პარასკევამდე მიეცათ. სასამართლომ დღეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე – საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, დაიწყო.
ჯეჯელავა – ”მკაცრად დაისჯება შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ დროშებით აქვს გადაღებული”
შუახევის სკოლის პედაგოგი, რომელსაც სკოლის მოსწავლეებთან ერთად სურათი „ქართული ოცნების“ პარტიული დროშებით აქვს გადაღებული, სულ მცირე, საყვედურს მიიღებს, ამის შესახებ კომენტარი მარიამ ჯაშმა გააკეთა, საკითხზე საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე აცხადებს, რომ აუცილებლად დაისჯება პირი, რომელმაც ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა დაუშვა. – ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან ან […]
50 დღიანმა თამაშმა კიდევ 2 მოზარდი იმსხვერპლა – მასტერები მოთამაშეებს მშობლების დახოცვით ემუქრებიან
50-დღიანმა, სიცოცხლისთვის საშიშმა თამაშმა, ბოლო პერიოდში, საქართველოში კიდევ 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა. ფსიქოლოგების თქმით კი მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია. ბავშვები დავალებებს ინტერნეტის ან სატელეფონო ზარი მეშვეობით, ე.წ. მასტერებისგან იღებენ. თამაშში ჩართულები, მას უკვე ვერ წყვეტენ, რადგან ე.წ. მასტერები მათ აშინებენ, ემუქრებიან, ეუბნებიან, რომ მათი მშობლები დაიხოცებიან. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბავშვების ასეთი „საშიში თამაშებისგან“ დაცვაზე არავინ ზრუნავს და აცხადებენ, რომ შესაბამისი […]
პატრიარქის სახლში ტერორისტები არ დაგვიმალავს – ანდრიაძის პასუხი ოხანაშვილის ჩვენებაზე
სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ჩვენებას, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის სახლში ტერორიზმში, მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული პირების ყოფნის თაობაზე საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძემ უპასუხა. – ჩვენთან მოდიან ყველანაირი ტიპის ლაზები, თურქეთის ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, ოპოზიცია, ათეისტები, ისლამისტები. პატრიარქის სახლი გადმოცემული გვქონდა ჩვენ წლების განმავლობაში. ამ სახლში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ლაზეთიდან სტუმრები. ეს ადამიანები არ შემოპარულან ტყით და […]
კვირიკაშვილი თუ ჯანელიძე – „ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატებს ეძებს
მომავალ შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა, სავარაუდოდ, პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. მმართველი პარტიიდან ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ მსჯელობა ლიდერებმა „ქართლი ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატზე უკვე დაიწყეს. „კურიერის“ ინფორმაციით, საუბარი ორ კანდიდატზე, ქვეყნის პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეზე მიმდინარეობს. მმართველ გუნდში კონსულტაციების დაწყებას ჯერ არ ადასტურებენ, მაგრამ თვლიან, რომ ორივე კანდიდატურა მისაღებია. ახალი […]
”პატრიარქის სახლში ტერორისტებს შორენა თეთრუაშვილი და გიორგი ანდრიაძე მალავდნენ” – სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება
საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის სკანდალური ჩვენება – პატრიარქის სახლში 2016 წელს რამდენმე თვის განმავლობაში ტერორიზმში, ადამიანის მკვლელობასა და გატაცებაში ბრალდებული სამი პირი იმალებოდა. მათ თურქი სამართალდამცველები ეძებდნენ. სოსო ოხანაშვილმა სკანდალური ისტორიის დეტალები ციანიდის საქმის სასამართლო სხდომაზე გააჟღერა. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ ილია მეორის სახლში თურქეთის ძებნილი მოქალაქეები პატრიარქის დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და ისიც […]










