„ოხანაშვილი იმუქრებოდა ,,პატრიარქს დედას ვუტირებო”…სინოდის წევრებზე ამბობდა,სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო“

„ოხანაშვილი იმუქრებოდა ,,პატრიარქს დედას ვუტირებო"...სინოდის წევრებზე ამბობდა,სანტა-კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო“  – სოსო ოხანაშვილი ქვეყნის და პატრიარქის მოღალატეა და იქ უნდა ეგდოს, სადაც გდია, – ამბობს პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე.
როგორც მამალაძემ გადაცემა ,,რეაქციაში“ განაცხადა, ოხანაშვილი იმუქრებოდა, რომ პატრიარქს ,,დედას უტირებდა“ და იაკობისა და შორენას თავებს აივანზე შეუყრიდა.
– ნახევარ სინოდზე ამბობდა, ეგენი სანტა კლაუსები არიან და ჭყონიას უნდა ჩავაბაროო…მძიმე სიტყვებით აქვს ნათქვამი პატრიარქზე დედას ვუტირებო… ტარას შავშიშვილი ესწრებოდა ამ საუბარს დეკანოზი მამალაძე და მე. ამბობდა მაგან არ იცის მე რა საშიში გავხდიო, იაკობის და შორენას თავებს აივანზე შევუყრიო, ამის მტკიცებულებები არსებობს, – განაცხადა მამალაძემ ,,რეაქციაში“.

პირველი რადიო