საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე. „ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს. ჩემი ჯანმრთელობა მეასეხარისხოვანია. მივიღე ჩემი ჰოლანდიელი ინტერნისტიგან წერილი ამასთან დაკავშირებით და ის მწერს: “კატეგორიულად […]
კატეგორია: აქტუალური
კობახიძე – “გახარიაზე ახალ ამბებს მალე გაიგებთ”
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ ახალი დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება არა სამართლებრივ საკითხს, არამედ პოლიტიკურ განცხადებას. “დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს […]
აზარაშვილი – “ღარიბაშვილი ანტივაქსერი არ არის”
რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არაა და შეუძლებელია რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული, – ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეეხებოდა, სადაც ის საუბრობს, რომ „ომიკრონის“ უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში […]
ირაკლი კობახიძე – “გომელაურის გადადგომა ნაციონალების ოცნებაა”
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არის სპეკულაცია. „ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომელსაც ასრულება არ უწერია“, – განაცხად ირაკლი კობახიძე კითხვაზე, იმის შესახებ, განიხილება თუ არა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენება.
თელმიკოსა და თელასში სპეცჯგუფი შევიდა
ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი. როგორც ვარდიაშვილი განმარტავს, სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო. „კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, […]
გორში 82 წლის კ.მ. შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს
სამართალდამცავებმა გორში ოჯახის წევრის – შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 82 წლის მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცმა შვილს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული კ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ […]
ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტს უბრუნდება
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს წყვეტს – “პირველების” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. პარტიამ პოლიტიკური აქტივობები უკვე დააანონსა. არსებული ინფორმაციით, თებერვლიდან ნაციონალური მოძრაობა საგაზაფხულო სესიას დაესწრება, ერთ-ერთი მთავრი და პირველი საკითხი კი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის შემსწვლელი კომისიის შექმნა იქნება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონკრეტული გეგმების […]
ენდიაი: “ქართული ოცნება” – 24%, ნაცმოძრაობა – 9%, არც ერთი პარტია – 41%
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ახლოს? პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია – 41% ქართული ოცნება -24% ნაციონალური მოძრაობა – 9% უარი პასუხზე -12% არ ვიცი – 6% სხვა – 8% NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო […]
ბიძინა კულუმბეკოვი – “გაუქმდეს მწვანე პასპორტი!”
ბიძინა კულუმბეკოვმა მწვანე პასპორტის გაუქმება მოითხოვა: “მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია” – ანუ დღეს 112 – ის ზარით, თუნდაც “მწვანე” პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში? – მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის […]
პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატურა წარუდგინა – ასარჩევად “ოცნების” ხმები საკმარისი არ არის
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. ცესკო-ს თავმჯდომარედ ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის დირექტორი თენგიზ თევზაძე წარადგინა. რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობას, პრეზიდენტმა 4 კანდიდატი წარადგინა. პროცედურის მიხედვით, წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. […]










