ენდიაი: “ქართული ოცნება” – 24%, ნაცმოძრაობა – 9%, არც ერთი პარტია – 41%

ენდიაი: "ქართული ოცნება" - 24%, ნაცმოძრაობა - 9%, არც ერთი პარტია - 41%ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ახლოს?

პასუხები ასე გადანაწილდა:

არცერთი პარტია – 41%

ქართული ოცნება -24%

ნაციონალური მოძრაობა – 9%

უარი პასუხზე -12%

არ ვიცი – 6%

სხვა – 8%

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი.