კობახიძე – “გახარიაზე ახალ ამბებს მალე გაიგებთ”

კობახიძე - "გახარიაზე ახალ ამბებს მალე გაიგებთ"ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ ახალი დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება არა სამართლებრივ საკითხს, არამედ პოლიტიკურ განცხადებას.

“დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია, მეტი ფაქტი და მტკიცებულება არავის არ სჭირდება”, – აღნიშნა მან.

კობახიძე ამბობს, რომ “გარკვეული უხერხულობა” უნდა მოიხსნა და ამის შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ეს განცხადება გახარიას წარსულ და ამჟამინდელ საქმიანობას შეეხება.

16 თებერვალს ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც იტყვიან, რა მოხდა 1 წლის წინ. მისივე თქმით, “ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს”.

ფორმულანიუსი